შალვა პაპუაშვილი – „ამნისტიის შესახებ“ აქტი საკმაოდ დაბალანსებულია – მიზანია, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების საერთო რაოდენობა ერთი მესამედით შემცირდეს

„ამნისტიის შესახებ“ აქტი საკმაოდ დაბალანსებულია – მიზანია, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების საერთო რაოდენობა ერთი მესამედით შემცირდეს, – ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, ამნისტია დაუყოვნებლივი გათავისუფლების სახით პატიმართა დაახლოებით 10%-ს შეეხება.
„საერთო ჯამში, ამნისტია პატიმრების ერთ მესამედს სხვადასხვა სახით შეეხება. იცით რომ გათვალისწინებულია სხვადასხვა ფორმა – არის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, განახევრება, ერთ მეოთხედით შემცირება, ერთი მეექვსედით შემცირება. ჯამში, 300-მდე მუხლს ეხება.
„ამნისტიის შესახებ“ პროექტი პარლამენტის ბიუროს 15 ივლისს სხდომაზე წარედგინება და მას პარლამენტი პირველი მოსმენით რიგგარეშე სესიაზე მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი – სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია

ზურაბ ჯაფარიძე – ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში, ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და „ოცნების“ პასუხს – აგერ, პასუხიც

დავით დარჩიაშვილი – კობახიძე-ივანიშვილის ტანდემმა უნდა გააცნობიეროს, რომ სათქმელია შემდეგი: „ვითარება არის მძიმე!“ – ამის აღიარებით ყველა დაინახავს, რომ ხელისუფლება გამოსავალს ეძებს