შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„ქალბატონ საჰიბა გაფაროვასთან შეხვედრისას საუბარი გვქონდა საპარლამენტო ურთიერთობებზე, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის. ეს ჩემი საპასუხო ვიზიტია ბაქოში, მას შემდეგ რაც შარშან ჩემი კოლეგა იმყოფებოდა თბილისში. დღეს საუბარი გვქონდა, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ პარლამენტებს შორის ურთიერთობა, ვიმუშაოთ თანამშრომლობის მემორანდუმზე პარლამენტებს შორის, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. დღეს კულტურის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის გვაქვს მემორანდუმები და საუბარი გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ კარგი იქნება, თუ გვექნება ერთიანი თანამშრომლობის მემორანდუმი პარლამენტებს შორის, რომელიც ყველა ამ სექტორს მოიცავს, ფორმატებს განსაზღვრავს. ვფიქრობ, პარლამენტებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მხარს დაუჭერს და დაეხმარება იმ სტრატეგიული პროექტების განხორციელებას, რომელზეც აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის არის საუბარი, რისთვისაც საჭიროა მათ შორის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა“, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის