ფრაქცია „საქართველოსთვის” თავმჯდომარე, შალვა კერესელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც „ქართული ოცნების“ 25 „მიღწევაზე“ საუბრობს.
მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ „მიღწევებს“ შორის არის გაზრდილი საბანკო სესხები და გაზრდილი კორუფცია.
„ოცნების“ მთავრობის 25 „მიღწევა“ 2025 წელს:
· გაძვირებული ცხოვრება და პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები და სამედიცინო წამლები;
· გაზრდილი საბანკო სესხები, რომელიც მძიმე ტვირთად აწევს მოსახლეობას;
· პენსიის გაზრდა მხოლოდ 20 ლარით;
· სახელმწიფოს მიერ დადგენილი 255-ლარიანი საარსებო მინიმუმი;
· აუთვისებელი ასეულობით მილიონის თანხები და შეუსრულებელი ბიუჯეტი;
· ასეულობით მილიონი ლარის დაუსრულებელი, ჩავარდნილი, მიტოვებული და უხარისხოდ შესრულებული ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები;
· პოლიტიკური მიზნებისთვის და საარჩევნო ხმების სანაცვლოდ გამოყენებული და მოტყუებული სოციალურად დაუცველი ადამიანები;
· თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერისთვის დედაქალაქის მესამე ვადით გადაცემა;
· გაზრდილი კორუფცია, კლანური გარჩევები და ბიზნეს ინტერესების გადანაწილებით დაკავებული ხელისუფლების ჩინოვნიკები;
· ბავშვების გამოსაკვებად განკუთვნილი ფულის ქურდობა თბილისის საბავშვო ბაღებში და თავდაცვის ბიუჯეტის ძარცვა ქართული ჯარის გაძლიერების სანაცვლოდ;
· კორუფციის წინააღმდეგ მოჩვენებითი ბრძოლა, კორუფციული სისტემის დაცვა და ახალი მფარველებით ჩანაცვლება;
· გაზრდილი კრიმინალი და ნარკოეპიდემია ახალგაზრდებში;
· გაზრდილი დაკვეთილი კრიმინალური მკვლელობები;
· ხელისუფლების პოლიტიკური კურსის საწინააღმდეგო უწყვეტი პროტესტის ერთი წელიწადი და საკუთარი ხალხის სრული იგნორირება;
· ასობით დაჭერილი უკანონო ახალგაზრდა პოლიტპატიმრები;
· მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის აკრძალვა და ანტიკონსტიტუციური რეგულაციების დაწესება-პატიმრობის და დრაკონული ჯარიმების დაწესებით;
· „ნაცმოძრაობის“ ხელით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოტაჟი და მიტაცებული საკრებულოები;
· მომავლის იმედის და სამართლიანობის რწმენის გარეშე დატოვებული გახლეჩილ-დაქსაქსული და გათითოკაცებული საზოგადოება, სრული უიმედობა და ერის პოლარიზება;
· დაპატიმრებული, დევნაში მყოფი, განეიტრალებული ოპოზიციის ლიდერები და სახელმწიფო ინსტიტუციების გამოყენებით პირადი შურისძიების აღსრულება;
· გაზრდილი მიგრაცია და ქართული დემოგრაფიული მაჩვენებლების ისტორიული მინიმუმი;
· საჯარო მოხელეების მასობრივი დევნა და გათავისუფლება საჯარო სამსახურიდან განსხვავებული აზრის გამო;
· ქართველი ხალხის მალულად და საჯარო ანგარიშვალდებულებების გარეშე არაბებზე გაყიდული საზოგადოებრივი დანიშნულების და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ტყეები და ტყეპარკები;
· განათლების რეფორმის სახელით მიღებული რეპრესიული, და არასახელმწიფოებრივი ცვლილებები, რომელიც ზღუდავს აკადემიურ თავისუფლებას და ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს იზოლაციაში აქცევს საერთაშორისო განათლების სივრცისგან;
· ჩამოშლილი საგარეო ურთიერთობები, დახურული დიპლომატიური კავშირები და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპული არჩევანის გაუქმება საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ;
· საოკუპაციო ხაზზე ქართული სუვერენიტეტის დასაცავად, ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვის კრიმინალიზება და ამით საოკუპაციო რეჟიმისთვის შემდგომი ოკუპაციისთვის სივრცის გახსნა”, – წერს შალვა კერესელიძე.




