„შალვას ფანჩატურის სალომეს ფანჩატურად გადაქცევას სთავაზობს ოპოზიციის რადიკალურ ფრთას“ – მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი სალომე ზურაბიშვილზე:
„პოლიტიკური პლატფორმის შექმნა, ტენდენციურის მითუმეტეს, პრეზიდენტის სტატუსს რომ არ შეესატყვისება, ეს მარტივი ამბავია. მეორე, წეღანაც ვთქვი და იგივეს გავიმეორებ, მას უნდა, რომ რაღაც ევრორემონტს სთავაზობს შალვას ფანჩატურისას და სალომეს ფანჩატურად გადაქცევას სთავაზობს ოპოზიციის რადიკალურ ფრთას და მესამე, მას აქვს როგორც ჩანს გარკვეული როლი, რომელიც ორ თუ სამ ვერსიად შეიძლება დაკონვერტირდეს: ან უნდა შეიწყალოს და მისი პოლიტიკური აქტუალიზაცია საერთოდ გააქროს და ეს როლი შეიძლება შეითავსოს, ამ შემთხვევაში სხვას ვერაფერს მოახერხებს, მეორე, არ შეიწყალოს სააკაშვილი და თავისთან შექმნას რაღაც პოლიტიკური ცენტრი და მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და მესამე ვერსია, ახლა ამუშავებენ როგორც ჩანს ამ ვერსიას, მესამე ვერსია იკვეთება მის გამოსვლაში, ის რომ არ გადადგეს წინასწარ, შეინარჩუნოს პრეზიდენტის პოზიცია და პრეზიდენტის პოზიციიდან განახორციელოს დარტყმა, ოღონდ რადიკალური ოპოზიციის წარმოდგენებიდან და მათი გეგმებიდან გამომდინარე”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს