შაიშმელაშვილი: ლილუაშვილს “ოცნების“ დასრულება რომ სდომოდა, 1 დღეში დაასრულებდა (ვიდეო)

ლილუაშვილს რომ ოპოზიციასთან ეთანამშრომლა, ან ჰქონოდა სურვილი დასრულებულიყო “ქართული ოცნება“ ერთ დღეში დაასრულებდა, იგივე იქნებოდა,ღარიბაშვილზე, ბურჭულაძეზე და სხვა მაღალჩინოსნებზეც, – ამის შესახებ გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

შაიშმელაშვილის თქმით, სუს-ის ექსშეფს ამერიკელებთან თანამშრომლობას ედავებიან და ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მისი დასანქცირება სწორედ ლილუაშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე მოხდა.

როგორც გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “ლილუაშვილს რომ სდომოდა “ქართული ოცნების“ დასრულება, საკმარისი იყო 50 მეგაბაიტიანი ჩიპით ინფორმაციის გადაცემა“

ლილუაშვილის შემთხვევაში არის აბსოლუტურად სხვა ეჭვები, ეს არის -სთან თანამშრომლობა, როდესაც ის იმყოფებოდა -ში, ჰქონდა მაღალი დონის შეხვედრები და როცა დაბრუნდა, სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს მასზე ეჭვიანობა და დღემდე ჰგონია და დარწმუნებულია ივანიშვილი, რომ ის რომ დასანქცირებულია, მასთან ერთად სხვა მაღლჩინოსნებიც, ეს ხდება ლილუაშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. მასაც, როგორც ყველა სხვას, კორუფციული თემები ამოუწიეს. მას ამერიკელებთან თანამშრომლობას ედავებიან. ლილუაშვილს რომ სდომოდა “ქართული ოცნების“ დასრულება, საკმარისი იყო 50 მეგაბაიტიანი ჩიპით ინფორმაციის გადაცემა, – განაცხადა შაიშმელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია