‘შავმა ლომმა’ სამხრეთაფრიკულ ტურნეზე Toyota Chellenge-ს ფარგლებში ადგილობრივ ‘ჩიტასთან’ მეორე მატჩი გამართა. ბლუმფონტეინის „ტოიოტა სთედიუმზე“ სტუმრები სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ამით ვერ ისარგებლეს და მასპინძლებმა 24:5 გაიმარჯვეს.
პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, რომელშიც ‘შავმა ლომმა’ 6 ლელო გაიტანა და 39:38 მოიგო, მეორე მწირქულიანი აღმოჩნდა. რიჩარდ ქოქრილის შეგირდები ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ეს ქულებში ვერ ასახეს და კონტრშეტევებზე ლელოები მიიღეს.
საწყისი 25 წუთის განმავლობაში ‘შავი ლომი’ უტევდა, ჯარიმებს კარში არ ურტყამდა და ლელოზე თამაშობდა. ლუკა ცირეკიძეს პასისა და თორნიკე კახოიძეს გარღვევის შემდეგ ლელო გარდაუვალი ჩანდა, თუმცა მცველმა შეძლო შემტევისთვის ხელი გამოკვრა, კონტრშეტევას უკვე ‘ჩიტასის’ ლელო და გარდასახვა მოყვა და რადგან 33-ე წუთზე ცირეკიძემ ჯარიმა ვერ გაიტანა, ტაიმი 7:0 დასრულდა.
მეორე ტაიმიც ჩვენი შეტევებით დაიწყო, ჯარიმა რამდენჯერმე არ დავარტყით, 56-ე წუთზე 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი ავაგორეთ და შალვა მამუკაშვილმა საპასუხო ლელო გაიტანა. 62-ე წუთზე მეტოქის ლელოში მოლით კიდევ ერთხელ შევედით, მაგრამ მამუკაშვილს ბურთი არ დაამიწებინეს.
გამოუყენებელი მომენტების შემდეგ 68-ე წუთზე კონტრშეტევაზე მეორე ლელო მივიღეთ, რამაც ხასიათი წაგვიხდინა, დასკვნით წუთებში კიდევ ორი ლელო გავუშვით და მასპინძლებმა 24:5 გაიმარჯვეს.
‘შავი ლომის’ მოთამაშეთა ნაწილს ნოემბერში სანაკრებო შეხვედრები ელის, რის შემდეგაც გუნდი შეიკრიბება და დეკემბრიდან ჩელენჯ თასში ჩაერთვება.
Toyota Chellenge. 26 ოქტომბერი.
სამხრეთ აფრიკა. ბლუმფონტეინი. „ტოიოტა სთედიუმი“
ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა) – შავი ლომი (საქართველო) 24:5 (7:0)
შავი ლომი
ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13.თორნიკე კახოიძე, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. ოთარ მეტრეველი, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.
მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. ლაშა ციხისთავი, 21. გიორგი კერვალიშვილი; 22. გიორგი სპანდერაშვილი, 23. ალექსანდრე თოდუა.
1 ლელო: მამუკაშვილი
Rugby.ge
“შავი ლომი” | დავით აბდუშელიშვილი – თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
“შავი ლომი” | არის რევანში – “ჩიტასი” დამარცხებულია
“შავი ლომი” | ქოქრილმა “ჩიტასთან” პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
“შავი ლომი” | “ჩიტასთან” ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებლად
“შავი ლომი” | ქოქრილმა “ჩიტასთან” პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
“შავი ლომი” | დავით აბდუშელიშვილი – თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
“შავი ლომი” – სამხრეთ აფრიკაში “ჩიტასთან” ორი ტესტისთვის
“შავი ლომი” | არის რევანში – “ჩიტასი” დამარცხებულია
“შავი ლომი” | სამხრეთ აფრიკაში 32 მორაგბით




