შავი ზღვა ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა – Greenpeace

ქერჩის სრუტეში ორი რუსული ნავთობტანკერის ჩაძირვა შესაძლოა, შავ ზღვაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფის მიზეზი გახდეს და ფლორა-ფაუნას სერიოზულ შედეგები დაემუქროს. ამის შესახებ გარემოსდაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Greenpeace-ის წერს.
Greenpeace-ის გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ ტანკერებიდან ზღვაში შესაძლოა, საწვავის, დაახლოებით, ნახევარი მაინც მოხვედრილიყო. ქერჩის სრუტის წყლებში ორი ტანკერიდან, მინიმუმ, 4,3 ათასი ტონა მაზუთი და ნავთობპროდუქტები ჩაიღვარა. მათივე ინფორმაციით, ორივე რუსული ტანკერი ს საზღვაო ძალებისთვის საწვავის მიწოდებას გეგმავდა, თუმცა საზღვაო მოძრაობის ადგილმდებარეობის სისტემა უკვე 12 დღეა გამორთული იყო.
ს მეცნიერებათა აკადემიის საზღვაო ჰიდროფიზიკურ ინსტიტუტში ვარაუდობენ, რომ თითოეული ხომალდის დაზიანებული ავზებიდან ზღვაში, დაახლოებით, 1,5 ათასი ტონა მაზუთი გაჟონავდა.
ცნობისთვის, შავ ზღვაში, ქერჩის სანაპიროდან 8 კილომეტრში ორი რუსული ტანკერი ვოლგონეფტ-212 და ვოლგონეფტ-239 ჩაიძირა. ბოლო ინფორმაციით ვოლგონეფტ-212 შუაზე გადატყდა, რის შედეგად ზღვაში 4300 ტონა მაზუთი ჩაიღვარა.
ზრვის ტალღასთან შეჯახებით კიდევ ერთი რუსული ტანკერი ვოლგონეფტ-239 იძერება. მას 4000 ტონა მაზუთი გადაჰქონდა.