შავგულიძე: თუ გამჭვირვალობა არასაკმარისია, ცვლილება გაატარეთ საფინანსო კანონმდებლობაში

რატომ არის რუსული კანონი მავნებელი? – ოპოზიციონერი დეპუტატი, შალვა შავგულიძე რუსულ კანონზე ამბობს, რომ მისი მიზანია, უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისათვის უცხოური ინტერესის გამტარებლის იარლიყის მიკვრა და სტიგმატიზება.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შალვა შავგულიძემ შესთავაზა კანონპროექტის ინიციატორებს, ამ ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიების დარეგისტრირება მოხდეს უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებად და არა “უცხოური ინტერესების ძალის გამტარებლად”.
შავგულიძე ამბობს, რომ თუ პრობლემაა ამ ორგანიზაციების შემოსავლების გამჭვირვალობა, შესაძლებელია, რომ შემოსავლების კონტროლისათვის მოხდეს შესაბამის საფინანსო კანონმდელობაში ცვლილების გატარება.
შავგულიძის ინიციატივას მ უპასუხა და თქვა, რომ არ აპირებენ სახელწოდების შეცვლას და არც საფინანსო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას.
„კანონპროექტი სუბიექტის, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ მედიასაშუალების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად გამოცხდებისათვის ერთადერთ კრიტერიუმად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ამ სუბიქტს წლიური შემოსავლის 20 პრცენტზე მეტი უცხოური ძალისგან აქვს მიღებული – გამოდის, რომ თუ არასამთავრობო ორაგნიზაციას დაფინანსება უცხოური ძალისგან აქვს მიღებული, ეს ქვეყანაში ამა თუ იმ მიმართულების გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, კულტურის მემკვიდრეობის საქმის და ა.შ… მოკლედ კეთილი საქმის განვითარებისათვის აქვს და სახეზეა ამ მიზნით ამ დაფინანსების გამოყენება, მიუხედავად ამ ფაქტისა, ამ კანონპროეტის მიხედვთ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა გამოცხადდეს უცხოური ინტერესების გამტარებელ ორგანზიაციად. რა გაძლევთ საფუძველს, რომ მხოლოდ იმ გარმეოებიდან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებს წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი მიღებული აქვთ უცხოური ძალისგან, აღნიშნული ორგანიზაცია უნდა გამოცხადდეს უცხოური ინტერსის გამტარად? თუ კანონპროექტის ინიციატორთა რეალურ მიზანს არ წარმოადგენს არასამთავრობო სექტორის და დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზება მათთვის იარლიყის მიწეპებით, გთავაზობთ, რომ ე.წ უცხოური ძალისგან შემოსავლის მიღების შემთხვევაში შესაბამისი სუბიექტების რეგისტრირება მოახდინოთ უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანოზაციებად და არა უცხოური ძალების ინტერესებს გამტარებლად, რის დასაბუთებასაც კანონპროექტი არ ითვალისწინებს და უბრალოდ აბრალებთ. თუ მიზანი მართლაც შემოსავლების გამჭირვალობის უზრუნველყოფაა, რატომ ცდილობთ ეს განახორციელოთ ამ ორგანიზაციებისათვის უცხოური ინტერესების გამტარებლის გამოცხადების გზით?! თუ მათი შემოსავლების გამჭვირვალობა არასაკმარისია გთავაზობთ მათი შემოსავლების კონტროლისათვის შესაბამის საფინანსო კანონმდელობაში გაატროთ ცვლილება, რაც აბსოლუტურად უმტკივნეულოდ შეიძლება განხორციელდეს”, – განაცხადა შავგულიძემ ტვპირველი

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე: „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს, რასაც საქართველოში არავინ მიიღებს! როდესაც საერთაშორისო პარტნიორებს არ ხვდები, ხარ რუსი! როცა საკუთარ მოქალაქეებს არბევ, ხარ რუსი!