შაბათს კონგრესში გაიმართება კენჭისყრა უკრაინის მხარდაჭერის პაკეტის თაობაზე

-ის წარმომადგენელთა პალატაში 20 აპრილს გაიმართება კენჭისყრა 95 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტზე უკრაინის, სა და აშშ-ის სხვა პარტნიორებისთვის. კენჭისყრის საკითხი გადაწყდა მას შემდეგ, რაც დემოკრატები და რესპუბლიკელები ბოლოს და ბოლოს შეთანხმდნენ კანონმდებლობის შესახებ. მანამდე რესპუბლიკელთა ოპოზიცია თვეების განმავლობაში ბლოკავდა უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენას.
გეგმის თანახმად, თუ კანონპროექტი დამტკიცდება, რაც სავარაუდოდ ასეც მოხდება, მიიღებს 61 მილიარდ დოლარს.
წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცების შემთხვევაში, პაკეტი გადაინაცვლებს დემოკრატების კონტროლქვეშ მყოფ სენატში, სადაც თითქმის გარანტირებულია მისი სწრაფი დამტკიცება.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ დოკუმენტს დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს, როგორც კი მას კონგრესი დაამტკიცებს.
წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრამდე უკრაინის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით, რომ ნატოს წევრებმა უნდა გადაწყვიტონ, „მართლაც ვართ თუ არა მოკავშირეები“.
„ჩვენი ცა კვლავაც უსაფრთხო უნდა იყოს,“ განაცხადა ზელენსკიმ 19 აპრილს ნატოს თავდაცვის მინისტრების კონფერენციაში ონლაინფორმატით მონაწილეობისას. „ეს მთლიანად თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული. არჩევანზე, სიცოცხლე მართლაც ყველგან ერთნაირად ღირებულია თუ არა. არჩევანზე, ყველა პარტნიორის მიმართ თანაბარი დამოკიდებულება გაქვთ თუ არა. არჩევანზე, მართლაც ვართ თუ არა მოკავშირეები“, დასძინა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ