შაბათის ფორმულას წყარო: კობახიძემ საგარეო უწყებას დასავლეთთან ნაკლები კომუნიკაცია დაავალა

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, სანქციების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში, საგარეო საქმეთა სამინისტროში საიდუმლო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პრემიერმინისტრი ესწრებოდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ღიად არ ავრცელებს, თუმცა შაბათის ფორმულამ დეტალები გაარკვია.
შაბათის ფორმულას ცნობით, უწყებაში სთან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, მისი მოადგილეები და დეპარტამენტების უწორესები ესწრებოდნენ. წყარო, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, ამბობს, რომ მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ კობახიძისგან მიიღო მითითება – რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი ევროპასა და ამერიკასთან.
გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროში არ უარყოფენ, თუმცა სამინისტროს მტკიცებით, საუბარი სანქციებს არ შეეხებოდა, მიზეზად ირაკლი კობახიძის მიერ თანამშრომლების გაცნობა სახელდება.
“სანქციებთან დაკავშირებით რომ იყო ამას არ გიდასტურებთ, თუმცა შეხვედრა ნამდვილად შედგა ირაკლი კობახიძესა და ჩვენ თანამშრომლებს შორის, მაგრამ ეს იყო გაცნობითი ხასიათის”, – ამბობენ უწყებაში.