“ყურებზე ხახვს ვერავის დააჭრით! ფარჩაკებო!” – სოფო ბედია მიმართვას ავრცელებს

სოფო ბედიას ქმარმა, მიშა მესხმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც დათა (“ტორნადო”) გაბუნიასთან მომხდარი დაპირისპირების შესახებ საუბრობს.

მიშა მესხის აღნიშნულ ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, სოფო ბედიაც გამოეხმაურა.

“ეს მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ მიშა მოძალადე და ქუჩაში თავდამსხმელია! ყოველთვის თავშეკავებული ვიყავი და არასოდეს არაფერს ვწერდი! ყველას ვუფრთხილდებოდი, იქითაც და აქეთაც. ჩვენ კიდე არავინ, მათ შორის ის კოლეგა-მეგობრები, ვინც ამ ჰიმნს მღერით და გვლანძღავთ! ვინც თავები ამოიცანით და ეთანხმებით დათო (“ტორნადოს”) ამაზრზენ საქციელს (ქალებს, დედებს და ყველას, ვინც ადამიანურად ვაზროვნებთ) პირადად გვაყენებთ შეურაცხყოფას, იმავეს მიიღებთ!

ვინც დამრჩით მეგობრებში და იწონებთ ე. წ. ჰიმნის ჩანაფიქრს, აორთქლდით აქედან! არც მე არ მიღირხართ მეგობრებში! სოფო ბედიას ქმრის დედ. ტ*.. ს (შვილმკვდარი დედის, რომელიც გამწარებულია და იმას მიგინებს! განა*ვით ჩემი მეგობრობიდან! ის მბეჭდავი (კლავიატურის ლომები) ვირთხები კიდე ყურებზე ხახვს ვერავის დააჭრით! ფარჩაკებო! ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას (ნამდვილ ადამიანებს) ბოლომდე ვითმენდი ამათ თავგასულობას!“,- წერს სოფო ბედია.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს