ყოფილი ქმრის მიერ გუშინ დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

საგარეჯოს სოფელ თულარში, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა. ის გუშინ კლინიკაში გადაიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარდა. გარდა ყოფილი ცოლის დაჭრისა, კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა ქალის ქმარი.
“ახალგაზრდა ქალბატონი, 35 წლის, შემოყვანილ იქნა კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, აღენიშნებოდა სხეულზე მრავლობითი ჭრილობები, ყველაზე დიდი ზომის მარჯვენა ბარძაყის მიდამოში ღია მოტეხილობასთან ერთად. პაციენტი შესაბამისი მომზადების შემდეგ გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში, ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერი დასრულდეს კარგად”, – ამბობს ექიმი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ცაგარეიშვილი – 2030 წლისთვის საქართველოს ნავსადგურებში თავს მოიყრის გაზრდილი ტვირთნაკადი, რომლის ათვისებაც აუცილებელია განხორციელდეს საქართველოში დაარსებული საზღვაო ფლოტის და ქართული დროშით მცურავი გემების საშუალებით