ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმებას და ადმინისტრაციის ლიკვიდაციას პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმებას და ადმინისტრაციის ლიკვიდაციას პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
საკითხის მუხლობრივი განხილვის შემდეგ, გადაწყვეტილება 77 – ხმით (1 წინააღმდეგი) მიიღეს.
„ქართული ოცნების“ ინიციატივით და მხარდაჭერით ძალადაკარგულად ცხადდება ორი კანონი – “ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ კანონი და “ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ კანონი.
დროებითი ადმინისტრაცია 2026 წლის 1-ელი იანვრიდან იქნება ლიკვიდირებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”