“ყოველი ასეთი ტრაგედიის დროს, ახალი ძალით ვლინდება სხვა უბედურებაც…” – რას წერს

პოლიტიკოსი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ყოველი ასეთი ტრაგედიის დროს, ახალი ძალით ვლინდება სხვა უბედურებაც.
‘ხელისუფლების' მიერ დაქირავებული ტროლ-ბოტები თუ რეალური ტიპები, ურცხვად და უტიფრად ამართლებენ ‘ხელისუფლების' დაუდევრობას თუ დანაშაულს.
ტეხავს, როდესაც მწუხარების ნაცვლად, მესიჯბოქსის მოლოდინში ხარ, როგორ გაამართლო დანაშაული, როგორ იკადრო უკადრებელი.
ტეხავს როდესაც სხვების შვილების უბედურებაზე შოულობ ფულს, რომლითაც კვებავ შენს შვილებს.
ოდნავ გვერდიდან შეხედონ თავის თავს. ან მომავლის გადასახედიდან შეხედონ ამ ყველაფერს და მხოლოდ დღევანდელი დღიდან და სარგებლიდან გამომდინარე ნუ შეაფასებენ.” – წერს ნიკ მელია სოცქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი: ბრიტანეთს დააბრალეს პატარკაციშვილის მკვლელობა – ამბობენ, „ფასი არ აქვსო“, მაგრამ სერიოზული ფასი აქვს ბრიტანეთის სანქციებს, ეჭვი მაქვს, არც იციან, რა რეაქცია ჰქონდეთ – მთლიანად „შავ ბუღალტერიაზე“ უნდა გადავიდნენ