ყოველთვის მხარში დავუდგებით ნატო-ს, თუნდაც მათ არ დაგვიჭირონ მხარი – ტრამპი

ყოველთვის მხარში დავუდგებით ნატო-ს, თუნდაც მათ არ დაგვიჭირონ მხარი , – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, ს სოციალურ ქსელშიწერს.
მისი თქმით, ეჭვი ეპარება, რომ ნატო-მ მხარი დაუჭიროს, თუკი -ს დასჭირდება.
“გახსოვდეთ, ნატო-ს ყველა დიდი ქომაგისთვის, ისინი მშპ-ის 2%-ზე იყვნენ და უმრავლესობა თავის გადასახადებს არ იხდიდა, სანამ მე არ მოვედი. აშშ სულელურად იხდიდა მათ მაგივრად! მე, პატივისცემით, ისინი მშპ-ის 5%-მდე ავიყვანე და დაუყოვნებლივ იხდიან. ყველა ამბობდა, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ ეს შესაძლებელი იყო, ვინაიდან, სხვა ყველაფერს მიღმა, ისინი ყველანი ჩემი მეგობრები არიან. ჩემი ჩართულობის გარეშე რუსეთს ახლა მთელი ექნებოდა დაპყრობილი. გახსოვდეთ, ასევე, მე მარტომ დავასრულე 8 ომი და ნორვეგიამ, ნატო-ს წევრმა, სულელურად გადაწყვიტა ჩემთვის არ მოეცა ნობელის მშვიდობის პრემია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა! იმას აქვს მნიშვნელობა, რომ მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინე. რუსეთსა და ჩინეთს ნატო-ს ნული შიში აქვთ შეერთებული შტატების გარეშე და ეჭვი მეპარება ნატო-მ მხარი დაგვიჭიროს, რეალურად რომ დაგვჭირდეს. ყველას გაუმართლა, რომ ჩვენი სამხედრო ძალა აღვადგინე ჩემი პირველი პრეზიდენტობის დროს, და ვაგრძელებ ამას. ყოველთვის მხარში დავუდგებით ნატოს, თუნდაც მათ არ დაგვიჭირონ მხარი. ერთადერთი ქვეყანა, რომლისაც ჩინეთსა და რუსეთს ეშინიათ და პატივს სცემენ, არის ს მიერ აღორძინებული აშშ”, – წერს ტრამპი.
Ipn.ge