ყოველთვის ვიყავით პოლიტიკურად ნეიტრალური – ფხაკაძეს უკვირს, რატომ მოხვდა მარკო რუბიოსთვის გაგზავნილ სიაში

„ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე უსამართლოს უწოდებს თავისი სახელისა და გვარის იმ სიაში მოხვედრას, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ სახელმწიფო მდივნობის კანდიდატად დასახელებულ, ახლა კი უკვე -ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს.
წერილი, რომელსაც ფხაკაძემ BMG-სთვის მიცემულ კომენტარში უპასუხა, რადიო თავისუფლების კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით, 2025 წლის 9 იანვარს გაეგზავნა რუბიოს. მასში ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 25 ადამიანი, – „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი“, – რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.
ბიზნესმენმა ამ წერილზე საუბრის დროს თქვა, რომ “ვისოლ ჯგუფს” მარტივად შეუძლია საკუთარი სიმართლის დამტკიცება „ნებისმიერ დონეზე“.
„ეს ჰიპოთეტურ დონეზეც კი არის სრულიად უსამართლო და არაობიექტური ჩვენი ჯგუფის მიმართ და ეს ყველამ კარგად იცის, მათ შორის იმ ადამიანებმაც, ვინც მონაწილეობდა ამ პროცესში…
ჩვენ ყოველთვის ვიყავით პოლიტიკურად ნეიტრალური და ყოველთვის ვართ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს მხარეს და ასე იქნება მომავალშიც. ამასთან, ვართ მსხვილი ბიზნესი და, ბუნებრივია, ყოველთვის გვქონდა და მომავალშიც გვექნება ნორმალური ურთიერთობა ხელისუფლებასთან და ეს მთელ მსოფლიოში ყველასთვის მარტივად გასაგები მოცემულობაა“, – აცხადებს ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე.
რადიო თავისუფლებამ 9 იანვარს წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა მასალა კონგრესიდან მარკო რუბიოსთვის გაგზავნილ წერილზე, რომელშიც მიმოხილული იყო საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები – წინასაარჩევნო გარემო, სადავო , პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციებზე მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა და მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა. მას თან ერთოდა 25-კაციანი სია, რომელიც მოხსენიებული იყო „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელად“.
„მართალია, შეერთებულმა შტატებმა შესაქები ნაბიჯები გადადგა ივანიშვილის სანქცირებით, აუცილებელია აღიარებულ იქნეს, რომ მის ძალაუფლებას ამყარებს „მაცოცხლებელთა“ ქსელი“, – ეწერა მიმართვაში.
მარკო რუბიოსადმი გაგზავნილ წერილში მოთხოვნილია სწორედ ამ 25 ადამიანის სანქცირება.
ბიძინა ივანიშვილს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა. სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც.
„ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებათა დარღვევას, და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას ხელი შეუშალეს“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სანქციების გამოცხადების შემდეგ.
ტრამპის ადმინისტრაციაში მარკო რუბიომ ჩაანაცვლა. აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, ს ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართა.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ იმედი აქვს, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ აშშ-სთან ურთიერთობები გადაიტვირთება.
„ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად არავის მიუწვევია. მიწვევა არ მიუღია არც მიხეილ ყაველაშვილს.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი . მას პირადი მოწვევა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ჯო უილსონმა გაუგზავნა.
ფორუმი