“ყოველთვის ვიქნები ევროპული მომავლის სამსახურში” – გორის რესურსცენტრს ნანა ტერმაკოზაშვილი აღარ უხელმძღვანელებს

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ნანა ტერმაკოზაშვილი აღარ უხელმძღვანელებს.
ტერმაკოზაშვილი სოციალურ ქსელში მისთვის გაგზავნილი შეტყობინების ე.წ. სქრინს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ თანამდებობაზე არჩევანი მის კანდიდატურაზე არ შეჩერდა და წერს:
მდაა… რთული გასაუბრება იყო. არ მეყო ექვსწლიანი გამოცდილება, რესურსცენტრის უფროსის უფლება-მოვალეობებისა და სკოლების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ დასმულ კითხვებზე რომ კომისიის მოსაწონი პასუხები გამეცა
ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი ამ შედეგისთვის, ამიტომ კარგად ვარ. კიდევ უფრო კარგად ვიქნები
31.05.2018 – 05.06.2024 – გავიხსენებ ხოლმე ექვსი წლის ამბებს შიგადაშიგ, ჯერჯერობით მაინც ბევრი დრო მექნება
მე გავაკეთე, როგორც შემეძლო და როგორც სწორად ვთვლიდი სახელმწიფოსთვის, დაე სხვამ უკეთესად გააკეთოს!
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც სამსახურებრივი ურთიერთობა მქონდა ამ ექვსი წლის განმავლობაში . მადლობა გორის რესურსცენტრის გუნდს მუდმივი მხარში დგომისთვის . მადლობა სკოლების დირექტორებს, პედაგოგებს, რომლებიც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურებიან . მადლობა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთაც უდიდესი როლი აქვთ შესრულებული ახალგაზრდების არაფორმალური განათლების მიმართულებით.
უდიდესი გამოცდილების წლები იყო… ბევრი ვისწავლე, მათ შორის – საკუთარ შეცდომებზეც .
და კიდევ ერთხელ – სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები ჩემი ქვეყნის ევროპული მომავლის სამსახურში.”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ