პარტია „გახარია — საქართველოსთვის“ წევრები სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ. „ქართული ოცნების“ წევრებმა მათ უთხრეს, რომ ბოდიში და მადლობა აქვთ სათქმელი.
პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების დრო ძირითადად დაეთმო „ქართულ ოცნებას“ და „გახარია — საქართველოსთვის“ წევრების ურთიერთბრალდებებს იმის შესახებ, თუ რომელი ძალა უფრო წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“.
შალვა პაპუაშვილმა „გახარია — საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას „მნიშვნელოვანი და მისასალმებელი“ უწოდა.
„მართალია დაგვიანებით, ერთი წლის თავზე, თუმცა ერთი პოლიტიკური პარტიამ აღიარა ხალხი ნება, დემოკრატია და შეუდგა სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას. სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა პარტიამ უკან დასახევი ხიდები დაიწვა და შეიძლება, დღეს ძალიანაც უნდოდეთ პარლამენტში ყოფნა, თუმცა ამის შესაძლებლობა თავადვე მოუსპეს, უპირველეს ყოვლისა საკუთარ ამომრჩევლებს. თქვენთან დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია დეპუტატის ფიცი, რომლის დადებაც ერთი წლით დაგაგვიანდათ, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და გთხოვთ მოაწეროთ ხელი და შემდეგ გადასცეთ საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტს იმისთვის, რომ შენახული იყოს. გისურვებთ, ამ ფიცის ერთგულად შეგესრულებინოთ სადეპუტატო უფლებამოსილება“, — მიმართა მათ შალვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ წევრებმა თქვეს, რომ „გახარია — საქართველოსთვის“ წევრებს პარლამენტში შესვლა „პატრონმა“ განუსაზღვრა „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფების დივერსიფიკაციისთვის.
„მადლობა გაქვთ მოსახდელი უმრავლესობის თითოეული წევრისთვის, რომ საერთოდ მოგეცით უფლება, რომ აქ სხედხართ და დღეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გქვიათ. ჩვენ პატივი ვეცით იმ ამომრჩეველს, რომელსაც თქვენ ატყუებდით არჩევნებამდე, თითქოს რაიმე განსხვავებულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდით. შეხედეთ თქვენს რეიტინგს საპარლამენტო არჩევნებზე და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. დღეიდან სამი წლის განმავლობაში მოგიწევთ ყოველდღე თავის მართლება, რომ თქვენ არ ხართ ნაცები“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
ვიკა ფილფანმა „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულების შეუსრულებელი დაპირება შეახსენა და თქვა:
„თქვენს რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ 2016 წელს ჯერ კიდევ „ნაცების“ შემომწირველები ან მათი მაჟორიტარული კანდიდატები იყვნენ. ვისი სასამართლოთი აპირებთ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას — გირგვლიანის საქმის მოსამართლე მურუსიძის სასამართლოთი? ვის უნდა გაუგზავნოთ სარჩელი, ჩინჩალაძეს? თქვენ „ნაცებს“ კი არ ასრულებთ, „ნაცებით“ აპირებთ ძალაუფლების გახანგრძლივებას, სანამ მათი მტრის ხატი იმუშავებს. 2012 წელს რომ დაგემთავრებინათ „ნაცები“, ამის ნაცვლად შეხვედით მათთან მოჩვენებით ბრძოლაში. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ აქ, რომ მტკიცება არა ჩვენ, არამედ თქვენ მოგიწიოთ, რომ ნაცები არა თქვენ, არამედ თქვენს რიგებში მოიკითხოთ“, — განაცხადა ვიკა ფილფანმა.
ლევან მაჭავარიანმა კოლეგებს ოტია იოსელიანის გამონათქვამი შეახსენა:
მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, იგი მაშინ თავის ღალატსაც ღალატობსო. ეს ბატონ გახარიას შეეფერება, რომელიც უცხოეთიდან გვმოძღვრავს“, — განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
„ფაქტებზე და ნაცებზე თუ გსურთ საუბარი, დავიწყებ იმითი, რომ მიხეილ სააკაშვილის ელჩი ბრძანდებოდით „ნაცების“ დროს“, — უთხრა თამარ ახვლედიანმა თენგიზ შარმანაშვილს, რომელმაც მანამდე ახლადშემომატებული დეპუტატები გააფრთხილა, რომ „ოცნების“ კრიტიკისას ფაქტების წარმოდგენა მოუწევთ.
„გახარია — საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ თქვა, რომ დღეს არ უპასუხებს „ოცნების“ გამომსვლელების ბრალდებებს და საზოგადოებას მიმართავს:
„ყველა იმ ტყუილზე, რაც აქ გაახმოვანეთ, მიიღებთ ამომწურავ და კომპეტენტურ პასუხს და ქართველი ხალხი გაიგებს, ვინ არის სინამდვილეში მოღალატე, რას ნიშნავს ღალატი და ამ სიმართლის მოსასმენად მზად იყავით. ახლა კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, რადგან პირველი გამოსვლაა და გამოვიყენებთ ქართველი ხალხისადმი მიმართვისთვის და არა თქვენი მისამართით“, — განაცხადა შარაშიძემ.
მან თქვა, რომ პარტია პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ შეცდომებზე, როგორიცაა ბოიკოტი და რომ „ოცნების“ წევრებს მოუწევთ შეგუება, რომ პარლამენტი მათი პარტიული ოფისი აღარ იქნება და განსხვავებული აზრის მოსმენა მოუწევთ.
პარტიამ „გახარია — საქართველოსთვის“ პარლამენტის ბოიკოტი შეწყვიტა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, გახარიას პარტიამ პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა. თუმცა იმის გამო, რომ პარტიის წევრები პარლამენტში არ შევიდნენ, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სიით არჩეულ 12 წევრს გაცდენების გამო მანდატები გაუუქმა და მათი ადგილმონაცვლეების უფლებამოსილება ცნო.
კერძოდ, „ოცნებამ“ ცნო გელა აბულაძის, ჯემალ ანანიძის, ქეთევან ბაკარაძის, რუსუდან თევზაძის, მალხაზ თორიას, შალვა კერესელიძის, სალომე კობალაძის, გიგა ფარულავას, ვიკა ფილფანის, გიორგი შარაშიძის, თამარ ხვედელიანის და სოფიო ხორგუანის უფლებამოსილება.
რუსუდან თევზაძემ სადეპუტატო მანდატზე უარი თქვა და პარტია „გახარია — საქართველოსთვის“ დატოვა.
„ბატონო თენგიზ, ფაქტებზე და ნაცებზე თუ გსურთ ლაპარაკი, დავიწყებ იმითი, რომ მიხეილ სააკაშვილის ელჩი ბრძანდებოდით „ნაცების“ დროს“, — თამარ ხვედელიანმა თენგიზ შარმანაშვილს, რომელმაც მანამდე ახლად შემომატებული დეპუტატები გააფრთხილა, რომ ყველა ბრალდებაზე



