ყოველგვარი ძალადობა, მათ შორის, პოლიციელების მიმართ, კატეგორიულად მიუღებელია – ამ შემთხვევაში, შეწყალების საფუძველს ვერ ვხედავ – მიხეილ დაუშვილი გრიგორიადისზე

აღიარებს, რომ “მოლოტოვის კოქტეილი” ისროლა, თუმცა ჩადენილს არ ნანობს – მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულმა გირგორიადისმა, პენიტენციური დაწესებულებიდან “ინტერპრესნიუსის“ კითხვებს უპასუხა.
გრიგორიადისი იხსენებს მარტის აქციებს. ასევე, მისი განცხადებით, განაჩენის შემდეგ, ოჯახი პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართავს.
როგორც პარტია “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა განმარტა, ყოველგვარი ძალადობა, მათ შორის, პოლიციელების მიმართ, კატეგორიულად მიუღებელია და დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირი, შესაბამისად უნდა დაისაჯოს.
“ყოველგვარი ძალადობა, მათ შორის, პოლიციელების მიმართ, კატეგორიულად მიუღებელია. თუ კი, ვინმემ რამე დანაშაული ჩაიდინა, ამაზე პასუხი უნდა აგოს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ეს, რა მოტივით მოქმედებდა. საფუძველს ვერ ვხედავ, რა არის ამ შემთხვევაში შეწყალების საფუძველი. თუ რაიმე საფუძველი არსებობს, ეს პრეზიდენტის განსახილველია. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი პოზიცია არის ის, რომ დანაშაულს ვინც სჩადის, მან პასუხი უნდა აგოს”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა