ყველგან, სადაც ჩანს რადიკალური ოპოზიცია, მიდის მუშაობა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ვერც დღეს და ვერც მომავალში, ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ

ყველგან, სადაც ჩანს რადიკალური ოპოზიცია, მიდის მუშაობა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ვერც დღეს და ვერც მომავალში, ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ
ყველგან, სადაც ჩანს რადიკალური ოპოზიცია, მიდის მუშაობა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ვერც დღეს და ვერც მომავალში, ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ გადაცემა „იმედი ‎LIVE“-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია დადიოდა დერეფნებში და მუშაობდა იმისთვის, რომ საქართველოს დელეგაცია არ დამტკიცებულიყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.
„რეალურად ხედავთ ოპოზიცია რასაც აკეთებდა – დადიოდნენ დერეფნებში და მუშაობდნენ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის დელეგაცია არ დამტკიცებულიყო. ამ შედეგს ვერ მიაღწიეს, თუმცა საბოლოო ჯამში მიღებული იქნა გადაწყვეტილება დათქმებით დელეგაციის დამტკიცების თაობაზე, რისთვისაც ისინი აქტიურად მუშაობდნენ. თავიანთ მიზანს ვერ მიაღწიეს, თუმცა რაღაც შუალედური შედეგი ამ კუთხით შეიქმნა რეზოლუციის სახით. ყველგან, სადაც ჩანს რადიკალური ოპოზიცია, მიდის მუშაობა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ვერც დღეს ვერ მიაღწიეს რაიმე შედეგს და ვერც მომავალში ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა