ყველა სანქცია რეალურად საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე დასავლეთის მხრიდან უსირცხვილოდ განხორციელებული ზეწოლა იყო

ყველა სანქცია რეალურად საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე დასავლეთის მხრიდან უსირცხვილოდ განხორციელებული ზეწოლა იყო
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ უკრაინამ დაარღვია კონკრეტული იურიდიული პირის უფლებები, როდესაც მას სანქცია დაუსაბუთებლად დააკისრა. დეპუტატის თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, თუ რაოდენ უსამართლო იყო საქართველოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. „ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, პოლიტიკური სარჩულით შეფუთული, ოღონდ მითიური, ვითომდა, დემოკრატიის დაცვის საბაბით,“ – აღნიშნა მან.
„სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს, თუ რაოდენ უსამართლოდ იყო ნებისმიერი სანქცია გამოყენებული საქართველოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ცხადია, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, პოლიტიკური სარჩულით შეფუთული, ოღონდ მითიური, ვითომდა, დემოკრატიის დაცვის საბაბით. რეალურად კი, ეს იყო საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე დასავლეთის მხრიდან უსირცხვილოდ განხორციელებული ზეწოლა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ, უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა

პრემიერი – საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით—ჩვენი მემკვიდრეობის,რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით