ყველა საელჩოში, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იქნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემა – პრემიერი

ყველა საელჩოში, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იქნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემა – პრემიერი
თვეებია გრძელდება სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. რეალურად, ყველა საელჩოში, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იქნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს შეეხებოდა.
მისივე თქმით, ყველა ემიგრანტს, რომელიც ამის სურვილს გამოხატავს, ექნება ხმის მიცემის საშუალება.
„ყველა ემიგრანტს, რომელიც გამოხატავს ამის სურვილს, ექნება ხმის მიცემის საშუალება, დანარჩენი არის სპეკულაციები. ჩვენ გვესმის რა თქმა უნდა, მაგალითად -ში ვერ გაიხსნება 10 და 20 საარჩევნო უბანი, გვესმის რომ აქ არის მობილობის კუთხით პრობლემები, მაგრამ მაქსიმალურად, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, ყველა საელჩოში იხსნება საარჩევნო უბნები, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იხსნება საარჩევნო უბნები, დანარჩენი არის ცარიელი პოლიტიკური სპეკულაციები, ამიტომ არ ვაპირებთ ამ სპეკულაციებზე დამატებით კომენტარების გაკეთებას,“– განაცხადა პრემიერმა.
Previous: განათლებული ახალგაზრდა ქვეყნის უკეთესი მომავლის საწინდარია, ასე რომ, “ქართული ოცნების” ახალგაზრდებზე გათვლილი პოლიტიკა მისაბაძი და საჭიროა

ასევე დაგაინტერესებთ

შემირცხვენია ყველა ვითომ “პროდასავლელი”, რომელიც ნინო ლომჯარიას მსგავსად, ქრისტიანობას შეურაცხყოფს, ამისთვის “30 ვერცხლს” იღებს და აგენტოკრატიის დაკრულზე ვითომ “საერთო-სახალხო პროტესტში” მონაწილეობენ