ყველა საგამოცდო ცენტრი და მთლიანად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სრულად მზად არის, რომ უხარვეზოდ ჩატარდეს

გიორგი ამილახვარი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ეხმაურება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი აღნიშნავს, რომ მისი უწყება პროცესის უხარვეზოდ ჩატარებისთვის მზად არის.
„იცით, რომ უმაღლეს განათლებაზე ინტერესი არის ძალიან მაღალი საქართველოში და წელსაც საკმაოდ მაღალი რაოდენობა – 47 ათასი აბიტურიენტი გვყავს. თითოეულ მათგანს, მათ მშობლებს და მთლიანად საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ყველა საგამოცდო ცენტრი და მთლიანად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სრულად მზად არის, რომ უხარვეზოდ ჩატარდეს ამ ნაკადშიც კი ეროვნული გამოცდები“, – აღნიშნა ამილახვარმა.
Previous: თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, ვფიქრობ ბოდიში აქვს მოსახდელი – ბუდუ ზივზივაძე (ვიდეო)

ასევე დაგაინტერესებთ

დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ – თავდაცვის სამინისტრო