ყველა ომი გადატანილი მაქვს და ახლა რომ მეუბნებიან, ენჯეოს კანონი თუ მივიღე, თურმე, რუსეთუმე ვყოფილვარ, წარმოუდგენელი შეურაცხყოფაა

ყველა ომი გადატანილი მაქვს და ახლა რომ მეუბნებიან, ენჯეოს კანონი თუ მივიღე, თურმე, რუსეთუმე ვყოფილვარ, წარმოუდგენელი შეურაცხყოფაა
მე პირადად “ეროვნული მოძრაობიდან” ვარ, საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ვიყავი “ეროვნული მოძრაობიდან”, კომუნისტების წინააღმდეგ. შემდეგ ვიყავი პრეფექტი, ყველა ომი გადატანილი მაქვს და ახლა რომ მეუბნებიან, რომ ეს ენჯეოს კანონნი თუ მივიღე, თურმე, რუსეთუმე ვყოფილვართ, წარმოუდგენელი შეურაცხყოფაა, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი აგრძელებს ევროპისკენ სვლას, თუმცა, ეს უნდა მოხდეს საქართველოს დაუზიანებლად, განსხვავებით ოპონენტებისგან, რომლებსაც სურთ არეულობა
“მერაბ კოსტავა და გამსახურდია ებრძოდნენ კომუნისტურ პარტიას, რომელიც მართავდა საქართველოს, იმათ რომ ის იცოდნენ ახლა რა ხდება, რომ ენჯეოებმა უნდა მართონ საქართველო, საფლავში გადატრიალდებოდნენ ორივე, დარწმუნებული ვარ. ჩვენ ვართ ყველა ევროპისკენ და გავაგრძელებთ ევროპისკენ სვლას, ოღონდ ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს საქართველოს დაუზიანებლად და ვიღაცებს უნდათ, ჩაერთონ შარში და უბედურებაში.” – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
Previous: კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება

ასევე დაგაინტერესებთ

ეს ყველაფერი საბაბია, ერთს ლაპარაკობენ და მიზანი სხვაა – მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ვაფრთხილებ ქართველობას, ფრთხილად იყვნენ, ვინც არ იცის წარსული, მან არ შეიძლება იცოდეს მომავალი

ლომჯარია მაყუთს აკეთებს, რატი ამაღლობელი წინ და უკან დაგატარებთ, ვაშაძე მიტინგიდან იპარება, თქვენ კი პერიოდულად წიწაკის სპრეის ისუნთქავთ და წყლის ჭავლით სველდებით, რისთვის? არ დაიჯეროთ, რომ ვინმე კანონის წინააღმდეგ იბრძვის