ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას

ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას
ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბახმაროში ჟურნალისტებს „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ევროკავშირის ათამდე ქვეყანას უსწრებს არაერთი პარამეტრით.
„ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას. ოცეულშია ფაქტობრივად ყველა პარამეტრით ევროპის მასშტაბით, შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ათამდე ქვეყანას ვუსწრებთ არაერთი პარამეტრით. ეს არის ობიექტური შეფასება. ყველაფერი დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია, პოლიტიკური თამაშებია, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ასოცირდებოდეს სამართლიანობასთან, ობიექტურობასთან, ჭეშმარიტებასთან, სიმართლესთან. სამწუხაროდ, დღეს არის განსხვავებული ვითარება, ევროპული ბიუროკრატიის არასწორი ქმედებებიდან გამომდინარე. მაქვს იმედი, რომ ევროპული ბიუროკრატია ფერს იცვლის და სხვანაირად იმოქმედებს მომავალში. “, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა