ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ ჯერ ნაადრევია თქმა, ეს როდის მოხდება

ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ ჯერ ნაადრევია თქმა, ეს როდის მოხდება
ნატო-ს ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ ჯერ ნაადრევია თქმა, როდის მოხდება ეს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში, ნატო-ს 75-ე სამიტზე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა სულ უფრო უახლოვდება ნატო-ს წევრობას.
„ნატო-ს რომელიმე მოკავშირის წინააღმდეგ ჩვენ ვერ ვხედავთ ს მხრიდან გარდაუვალ სამხედრო საფრთხეს. რუსეთი სრულად არის დაკავებული უკრაინის წინააღმდეგ ომით. გადაიყვანა დიდი რაოდენობით ჯარი ფინეთის სასაზღვრო მონაკვეთიდან უკრაინაში. ჩვენ ვხედავთ კიბერთავდასხმების, საბოტაჟის მუდმივ საფრთხეს, სხვადასხვა სახის მტრულ მოქმედებას ნატო-ს მოკავშირეების წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ. აქტიურად ვაკვირდებით, რას აკეთებს რუსეთი და ნატო-ს მოკავშირეები თავდაცვის ახალ შესაძლებლობებში ინვესტიციებს დებენ. ახალი წევრის მოსაწვევად კონსენსუსი გვჭირდება. ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ ჯერჯერობით ნაადრევია თქმა, როდის მოხდება ეს. უკრაინა სულ უფრო უახლოვდება ნატო-ს წევრობას და ამას კონკრეტული მოქმედებებით ვაკეთებთ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.