ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ არამხოლოდ წარსულ შესაძლო დანაშაულებს ჩავეძიოთ, არამედ პირველ რიგში სამომავლოდ აღმოვფხვრათ ნებისმიერი კორუფციული ქმედება

ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ არამხოლოდ წარსულ შესაძლო დანაშაულებს ჩავეძიოთ, არამედ პირველ რიგში სამომავლოდ აღმოვფხვრათ ნებისმიერი კორუფციული ქმედება
ჩვენი მიზანი მხოლოდ ის არ არის, რომ წარსულში ჩადენილი კორუფციული დანაშაულები გამოვავლინოთ, ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ აწმყოსა და მომავალში არ დავუშვათ მსგავსი ფაქტები, ამისათვის მობილიზებულია ყველა სტრუქტურა, მათ შორის, სამართალდამცავი სტრუქტურები – , ფინანსური პოლიცია, პროკურატურა და ა.შ., – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით ხელისუფლება მოქმედებს პრევენციულად.
„შარშან, თებერვალში დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და შარშანდელი წელი იყო საკმაოდ რთული, მათ შორის, საარჩევნო წელი იყო, გვქონდა უამრავი გამოწვევა, გარედან ხელოვნურად შექმნილი პრობლემები, გვქონდა საკადრო მიმართულებითაც გარკვეული ხარვეზები და ეს ყველაფერი დავალაგეთ. შარშანდელი წელი გავიარეთ წარმატებით, რთულად, მაგრამ წარმატებით და ამან მოგვცა იმის საშუალება, რომ წელს ძალიან ბევრი რამ გადაგველაგებინა. მათ შორის, საკადრო კუთხით მე შეგახსენებთ, რომ არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების მიმართულებით და ამ საკადრო ცვლილებებმაც მოგვცა საშუალება, რომ გამოგვევლინა არაერთი კორუფციული შემთხვევა.
ასევე, ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პრევენციულად ვიმოქმედოთ. ჩვენი მიზანი მარტო ის არ არის, რომ წარსულში ჩადენილი კორუფციული დანაშაულები გამოვავლინოთ, ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ახლა არ დავუშვათ, აწმყოსა და მომავალში არ დავუშვათ მსგავსი ფაქტები. ამისათვის მობილიზებულია ყველა სტრუქტურა, მათ შორის, სამართალდამცავი სტრუქტურები – , ფინანსური პოლიცია, პროკურატურა და ა.შ. ასევე, მთავრობის ადმინისტრაციაში გავაძლიერეთ ეფექტიანობის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი, ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ არამხოლოდ წარსულ შესაძლო დანაშაულებს ჩავეძიოთ, არამედ, პირველ რიგში, სამომავლოდ აღმოვფხვრათ ნებისმიერი კორუფციული ქმედება. წარსულში რაც იყო, ის უნდა გამოვლინდეს, მომავალში არ უნდა დავუშვათ კორუფციული შემთხვევები, მაქსიმალურად ვიზრუნებთ ამისათვის,“- განაცხადა პრემიერმა.
Previous: საფრანგეთის არაერთი ელჩიც წარსულში აკეთებდა უხეშ განცხადებებს, რითაც ირღვეოდა ვენის კონვენცია – ამ ფონზე პრეზიდენტ მაკრონის განცხადება არის ძალიან საინტერესო

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში