ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის დამტკიცებამდე, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე მედიასთან დოკუმენტის შინაარსზე საუბრობს.
“ბოლო რეზოლუცია მივიღეთ 28 ნოემბერს, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე კობახიძე გამოაცხადებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ და სანამ დემონსტრაციები დაიწყებოდა. ახლა კი, ჩვენ ახალ რეზოლუციაში აღვნიშნავთ, რომ სიტუაცია გაუარესებულია და ვახსენებთ ყველა იმ ძალადობას, რასაც ადგილი ჰქონდა. რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნებს, ზოგიერთი მათგანი იგივეა, რაც წინა რეზოლუციაში იყო, პარლამენტისა და მთავრობის არაღიარება, რასაც ახლა პრეზიდენტის არაღიარებაც დავამატეთ. ახალი ასევე ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს ვაღიარებთ ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად და რა თქმა უნდა, სანქციები, რომელიც უნდა შეეხოს ბიძინა ივანიშვილის ახლო წრეს. ყველა მათგანი იქნება ნახსენები სახელებითა და გვარებით. ჩვენ ვთხოვთ წევრ სახელმწიფოებს, რომ სანქციები დააწესოს, რითაც უნდა მიბაძოს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს, რა თქმა უნდა მოვითხოვთ ახალ არჩევნებსაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ვთხოვთ წევრ სახელმწიფოებს, არ მოახდინონ “ქართული ოცნების” ლეგიტიმაცია.” – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუციის დასამტკიცებლად ორ საათზე ნაკლები რჩება. მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ ევროპარლამენტი ივანიშვილის რეჟიმის სპონსორი ბიზნესმენბის დასანქცირებას ითხოვს. კონკრეტული გვარები რეზოლუციის პროექტში გამოჩნდა, რომელიც განხილვაზე დღეს უნდა გავიდეს.
ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ევროპარლამენტის შავ სიაში “იმედის” მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებირივ მაუწყებლის დირექტორი თინა ბერძენიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე იგივე “რიჟა”, “არქის” მფლობელი ილია წუალაია და მინი ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილი ხვდებიან. ევროპარლამენტმა იმაზე დიდი სია დადო, ვიდრე ეს ამერიკის სენატმა გააკეთა.
