ყველა დროის რეკორდი ტოპ 5 ლიგაში – რა უნიკალური შედეგის დაფიქსირება შეუძლია 22 აპრილს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ის

ლიგა 1-ის 27-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა გასვლაზე ზურიკო დავითაშვილის “სენტ ეტიენი” 6:1 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატში გასვლაზე უკვე 38 თამაშია არ მარცხდება, რითაც ტოპ 5 ლიგის გუნდებიან 1991/93-წლებში “მილანის” დაფიქსირებული რეკორდი გაიმეორა.
პარიზელებმა საშინაო ჩემპიონატში ბოლოს გასვლაზე 2023 წლის 11 თებერვალს “მონაკოსთან” წააგეს (1:3). ამის შემდეგ “პარკ დე ფრანსის” ბინადრებმა 30 მოგება და 8 ფრე მოაგროვეს.
აღსანიშნავია, რომ “სენტ ეტიენის” დამარცხების შემდეგ, პსჟ-მა ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-12 საგარეო გამარჯვება მოიპოვა, რითაც პირადი რეკორდი გააუმჯობესა.
თუ
და მისი თანაგუნდელები 22 აპრილს გასვლაზე ლიგა 1-ის 29-ე ტურში “ნანტთან” არ დამარცხდებიან, ტოპ 5 ლიგაში გასვლაზე ზედიზედ 39 წაუგებელი მატჩით ყველა დროის რეკორდს დაამყარებენ.
სათქმელია ისიც, რომ ამ დაპირისპირებამდე ლუის ენრიკეს ბიჭებს სხვა საქმეებიც აქვთ გასაკეთებელი. პირველ აპრილს პარიზელები გასვლაზე ქვედა ლიგელ “დუნკერთან” თასის ნახევარფინალურ დაპირისპირებას გამართავენ.
შემდეგ გუნდი ლიგა 1-ის ეგიდით 5 აპრილს “ანჟერს” უმასპინძლებს, რის მერეც “ასტონ ვილასთან” ჩემპიონთა ლიგის მეთხედფინალური ზედიზედ ორი მატჩი მოდის.
აღსანიშნავია, რომ თუ პსჟ ლიგა 1-ის შემდეგი ტურის შეხვედრას 5 აპრილს “ანჟერთან” მოიგებს, საფრანგეთის ჩემპიონატის 2024/15-წლების სეზონის გამარჯვებული ოფიციალურად გახდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში