ყველა დამპყრობელი ცდილობდა, რომ ერი გადაეშენებინა და აგერ ვართ, ქართულად ვსაუბრობთ, არსებობს ეს ქვეყანაც და ქართველი ხალხიც. ზუსტად ორ-სამ თაობაში შეუძლია ამის წაშლა ლგბტ პროპაგანდას

ყველა დამპყრობელი ცდილობდა, რომ ერი გადაეშენებინა და აგერ ვართ, ქართულად ვსაუბრობთ, არსებობს ეს ქვეყანაც და ქართველი ხალხიც. ზუსტად ორ-სამ თაობაში შეუძლია ამის წაშლა ლგბტ პროპაგანდას
ისინი დაემალნენ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ოპოზიციის ბოიკოტს.
პარლამენტის პლენარულ სხდომას, სადაც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებს მუხლობრივად, მეორე მოსმენით განიხილავენ, ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრება. მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა იმიტომ, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონთან დაკავშირებით არ დაეფიქსირებინა პოზიცია.
„როდესაც ისინი არ მონაწილეობენ დღეს ამნისტიის განხილვაში ამას სხვა დამატებითი მიზეზი აქვს. მათ უნდოდათ, რომ ამაში მიეღოთ მონაწილეობა მაგრამ ისინი დაემალნენ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს. იმიტომ, რომ მაგალითად „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ფრთა, ვერ ჩამოყალიბდა ეკლესიას დაუჭიროს მხარი, ტრადიციულ ღირებულებებს, რწმენას, რელიგიას დაუჭიროს მხარი და მათი როლის გაძლიერებას კონსტიტუციაში თუ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, როგორ გამოძვრეს და არ მისცეს ხმა. ისინი აბნეულები არიან ახლა თავიანთ მესიჯებში. უბრალოდ „ნაცმოძრაობამ“ და მათმა დანაყოფებმა, ყველამ არა მაგრამ ძირითადმა ნაწილმა, ბოიკოტი გამოაცხადა იმიტომ, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონთან დაკავშირებით არ დაეფიქსირებინათ პოზიცია.
ოპოზიცია რასაც ეძახის თითიდან გამოწოვილს, აი იმის მასშტაბზე რომ წარმოდგენა გვქონდეს საუკუნეების განმავლობაში ყველა დამპყრობელი ცდილობდა, რომ ერი გადაეშენებინა და აგერ ვართ, ქართულად ვსაუბრობთ, არსებობს ეს ქვეყანაც და ქართველი ხალხიც. ზუსტად ორ-სამ თაობაში შეუძლია ამის წაშლა ლგბტ პროპაგანდას. ქართველი ერის არსებობა თუ არის თითიდან გამოწოვილი თემა, კი ბატონო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე გლდანის ციხეზე: ისე ვიცხოვრე 31 წლამდე კაცის ხმამაღალი ტირილის ხმა გაგონილი არ მქონდა, პირველი იქ გავიგე კაცების მასიური ტირილი. ყოველი დღე ვიღაცის კვნესით, ტირილით, კივილით იწყებოდა -მარტო იქ ყოფნა განადგურებდა

გურამ მაჭარაშვილი ელჩებს – 4 თვეა კომისიის სხდომები მიმდინარეობს და დღემდე არც ერთ მათგანს კომენტარი არ გაუკეთებია. დღეს საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ მათ მიერ მონათლულ „ ევროპული ღირებულების“ პარტიას დაუჭიროს მხარი- ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, რასაც აუცილებლად ექნება პასუხი

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: სპეცრაზმმა იმდენი იხტუნავა ჩემს ზურგზე და მუცელზე, რომ საბოლოოდ, მუცლის ბადე ჩამეშალა, ხერხემალი დამიზიანდა, მარჯვენა ხელს ვეღარ ვხმარობ – მიწაზე ვიწექით, ოთხი ადამიანი გვიჭერდა და ზემოდან დახტუნავდნენ ჩვენზე