“ყველა ასაკში ლამაზია” – ია ფარულავა წლების წინ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს – Marao

ია ფარულავა სოციალურ ქსელში წლების წინ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს:
ია ფარულავა არაერთი წელია, ბევრისთვის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქართველ ქალად რჩება. მისი განსაკუთრებული გარეგნობით საზღვრებს გარეთაც ბევრი აღფრთოვანდა. მათ შორის იყო ოსკაროსანი მსახიობი რობერტ დე ნირო. 1987 წელს გამართულ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ამერიკელმა მსახიობმა დაჯილდოების ყველაზე ლამაზ ქალად ია ფარულავა დაასახელა.
ყველას კარგად ახსოვს 2013 წლის ფილმი „მანდარინები“, რომელიც “ოსკარის” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინანტი იყო, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მანამ, სანამ ამ ფილმის მსახიობები დაჯილდოებაზე მოხვდებოდნენ, უფრო ადრე კინოინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან ცერემონიას კიდევ ერთი ქართველი მსახიობი ესწრებოდა – 1997 წლის ამ საღამოს ქართველი მსახიობი ია ფარულავა დაესწრო.
· ია ფარულავა ამერიკის კინომსახიობთა გილდიის (SAG-ის) წევრია და 1993 წლიდან 1998 წლამდე ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა.
-ში ცხოვრებისას იგი მრავალ მუსიკალურ კლიპში, სარეკლამო რგოლსა და დაბალბიუჯეტიან ფილმში გადაიღეს.
ცნობილი ფაქტია, რომ ია სტივენ სპილბერგის ფილმის, “შინდლერის სიის“ შესარჩევ კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, სადაც იგი ნაცისტი გენერლის ებრაელი მოსამსახურის, ჰელენ ჰირშის როლზე განიხილებოდა, მაგრამ სტივენ სპილბერგმა იგი ზედმეტად ლამაზად მიიჩნია, შესაბამისად, როლი ამერიკელ მსახიობს, ემბეტ დევიდს ერგო.
ცნობილი ფაქტია, რომ ია სტივენ სპილბერგის ფილმის, “შინდლერის სიის“ შესარჩევ კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, სადაც იგი ნაცისტი გენერლის ებრაელი მოსამსახურის, ჰელენ ჰირშის როლზე განიხილებოდა, მაგრამ სტივენ სპილბერგმა იგი ზედმეტად ლამაზად მიიჩნია, შესაბამისად, როლი ამერიკელ მსახიობს, ემბეტ დევიდს ერგო.
“ერთი ადამიანის სიყვარული იყო ნამდვილი, რომლის გამოც 1998 წელს მე გავბედე და ამერიკიდან ჩამოვედი. მაშინ ხალხი ამ ქვეყნიდან გარბოდა, მე კი ჩამოვედი. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ მანიპულაციის მსხვერპლი ვიყავი და არ ვაქცევდი ყურადღებას ნიშნებს. სხვაგან ფუფუნებაში ყოფნას ჩემს ქვეყანაში მირჩევნია ყოფნა, ვერ გავძლებ სხვაგან… არსად არ მაქვს ეს ნათქვამი, ს გამო ჩამოვედი საქართველოში. ძალით ჩამომიყვანა. ჩემს საქმროს უთხრა, ია ცოლად მომყავს და საქართველოში მიმყავსო. როგორც ყველა თავის ქალს, მეც ცუდად მომექცა… მიშაზე, როგორც პოლიტიკოსზე, მე ცუდს ვერ ვიტყვი; როგორც პიროვნებაზე – კი. მას ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა” – თქვა ია ფარულავამ.
ია ფარულავა რომ განსაკუთრებული გარეგნობის ქალია, ამაზე ყველა თახმდება. „დიახ, მე ჩამოვედი საქართველოში, რომ მისი თვალები კიდევ მენახა…“ – ეს სიტყვები მსოფლიო ვარსკვლავმა რობერტ დე ნირომ ია ფარულავაზე თქვა.

ასევე დაგაინტერესებთ