ყველაფერს გავაკეთებთ, იმისათვის, რომ ფართო რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით განვავითაროთ ურთიერთობა

ყველაფერს გავაკეთებთ, იმისათვის, რომ ფართო რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით განვავითაროთ ურთიერთობა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, სომხეთი მზად არის, შავი ზღვის ელექტრონული წყალქვეშა კაბელის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა.
„ხაზი გავუსვი იმ პროექტს, რომელიც შემოგვთავაზეს ჩვენი მთავრობის წევრებმა. ეს არის მშვიდობის გზაჯვარედინი და საქართველოს ჩართულობით და რეგიონში ყველა ქვეყნის მონაწილეობით მნიშვნელოვანი იქნება. რაც შეეხება ფართო რეგიონულ თანამშრომლობას, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, იმისათვის, რომ ამ მიმართულებით განვავითაროთ ურთიერთობა. ჩვენ მზად ვართ, შავი ზღვის ელექტრონული წყალქვეშა კაბელის განვითარებაში მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ მშვიდობა და სტაბილურობა არ მიგვიღია მოცემულობად, ჩვენ არსებულ მდგომარეობას რეალობად ვუყურებთ. ჩემს კოლეგას ვესაუბრე ამ საკითხზე, სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის პროცესზე და ხაზი გავუსვი იმას, რომ სომხეთმა კონკრეტული გამოსავლის გზები შესთავაზა აზერბაიჯანს და ჩვენ ველით, რომ სტრატეგიული პასუხიც მოვა აზერბაიჯანიდან.
ჩვენ ვუდასტურებთ ჩვენს ქართველ კოლეგას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის გასაძლიერებლად, ასევე ვუთხარი ჩემს კოლეგას, რომ დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაიწყება ამ პროცესის შემდეგი ნაბიჯის სახით. საზღვარი ამ სამ ქვეყანას შორის იქნება სწორად გაწერილი.
საქართველოს მთავრობის მეთაურთან საუბარი გვქონდა იმ პროცესზე, რომელიც ეხება ჩვენი ორი ქვეყნის, სომხეთის და საქართველოს საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციას. ჩვენ ყველა შესაძლო ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა გაღრმავდეს, განვითარდეს და გაძლიერდეს ჩვენი ურთიერთობები მომავალში“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

Emaar ჯგუფი არის უმსხვილესი ინვესტორი უძრავი ქონების სფეროში, 6 მილიარდ დოლარიან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ეკონომიკის განვითარებას, ასევე მრავალი ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას

მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მთელი ამ თვეების განმავლობაში საქართველოში ახალისებდნენ ძალადობას, მათ შორის არიან კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკები და დიპლომატები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

ლორდი დონ ტუიგი წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას, ინგლისს, დიდ ბრიტანეთს. მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი