“ყველაფერი UG ქონების შესახებ” – საქართველოს უნივერსიტეტის ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი საჯაროა

საქართველოს უნივერსიტეტს საზოგადოების ინფორმირების მიზნით ოფიციალურ ვებ გვერდზე სპეციალური ბმული აქვს შექმნილი, სადაც თავმოყრილია უნივერსიტეტის ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა ოფიციალური დოკუმენტი და პასუხი ხშირად დასმულ კითხვებზე.
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის საფუძველზე პროკურატურაში აღძრული საქმის პარალელურად მნიშვნელოვანია საზოგადოებას მიეწოდოს ამომწურავი, გამჭვირვალე და სრულყოფილი ინფორმაცია დავის საგანზე – უნივერსიტეტის მიერ აუქციონის გზით შეძენილ ქონებაზე.
უნივერსიტეტმა ქონება შეიძინა საჯარო აუქციონის გზით 3.675.000 დოლარად, რაც დაფინანსდა საფინანსო ინსტიტუტიდან აღებული სესხით. აღნიშნული პროცესი განხორციელდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებული გამჭვირვალე პრივატიზაციის ფარგლებში.
აღნიშნულ ბმულზე დაინტერესებული მკითხველი აღმოაჩენს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს უნივერსიტეტმა კეთილსინდისიერად შეასრულა აუქციონის პირობებით ნაკისრი ყველა ვალდებულება – დღეს ის ასაქმებს 1500-ზე მეტ თანამშრომელს, ჰყავს 10,000-ზე მეტი სტუდენტი და ახორციელებს 60-ზე მეტ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას ყველა საფეხურზე.
აღსანიშნავია, რომ ქონება არ შეძენილა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან, არამედ ეს იყო სახელმწიფო ქონება, რომელიც საჯარო აუქციონის გზით გაყიდა ეკონომიკის სამინისტრომ. ნასყიდობის თანხა სრულად გადაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში.
ბმულზე ასევე განმარტებულია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის არცერთი შენობა არ არის შეძენილი სიმბოლური ან ნომინალური გარიგებით, ხოლო შენობების დიდი ნაწილი შეძენის მომენტში ე.წ. შავი კარკასის მდგომარეობაში იყო.
საქართველოს უნივერსიტეტი ყოველთვის მოქმედებდა კანონმდებლობის სრული დაცვით და გამჭვირვალობის პრინციპით – ამასთან, საზოგადოებისთვის ღიაა ყველა შესაბამისი დოკუმენტი და ინფორმაცია.
ხშირად დასმული კითხვები და ოფიციალური განმარტებები ხელმისაწვდომია ბმულზე: https://ug.edu.ge/ge/frequently-asked–questions
ქონების შეძენასთან დაკავშირებული დოკუმენტები: იხილეთ სრული ნასყიდობის დოკუმენტაცია
(R)