ყველაფერი შეთანხმდა – სპინაცოლა კვარაცხელიას თანაგუნდელი იქნება

ყველაფერი შეთანხმდა – სპინაცოლა კვარაცხელიას თანაგუნდელი იქნება
ავტორიტეტული და გავლეიანი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 31 წლის მცველი ლეონარდო სპინაცოლა კარიერას “ნაპოლიში” განაგრძობს.
მან “პარტენოპეისთან” ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმა, რამდენიმე დღეში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.
სპინაცოლა ბოლოს “რომას” ღირსებას იცავდა, რომელიც ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
ინფორმაციისთვის, “ნაპოლიმ” დაიმატა “რეალის” საკუთრებაში მყოფი მცველი რაფა მარინიც, რომელიც ასევე სამედიცინო შემოწმებას რამდენიმე დღეში გაივლის.