ყველაფერი გაკეთდება საქართველოს მთავრობის მხრიდან იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ კახეთის მხარის განვითარებას

ყველაფერი გაკეთდება საქართველოს მთავრობის მხრიდან იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ კახეთის მხარის განვითარებას
ყველაფერი გაკეთდება საქართველოს მთავრობის მხრიდან იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ კახეთის მხარის განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა დღის განმავლობაში კახეთის მხარეში გამართული ღონისძიებები შეაჯამა და ასევე ისაუბრა თბილისში ერეკლე მეორის ძეგლის გახსნაზე.
„გავხსენით ერეკლე მეორის ძეგლი დედაქალაქში, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა სიმბოლური თვალსაზრისით. ჩვენ პატივს მივაგებთ ერთ-ერთ გამორჩეულ და უსაყვარლეს მეფეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს არის იმის გამოხატულება, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ფესვებს და ჩვენს ისტორიას. რა თქმა უნდა, ამ ისტორიაზე უნდა დავაფუძნოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავალი”, – განაცხადა ირაკლი მ.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საგარეჯო-ბადიაურის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის სამუშაოებზე და აღნიშნა, რომ პროექტი უახლოეს თვეებში დასრულდება.
“ ჩვენს თანამოქალაქეებს და სტუმრებს ექნებათ კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება თბილისიდან ბადიაურამდე. აშენდება 4-ზოლიანი ავტომაგისტრალი და ამის შემდეგ გაგრძელდება შემდგომ მონაკვეთებზე მუშაობა. ასევე ვიყავით „მეღვინეობა კაჭრეთში“, სადაც დაიწყო, ფრანგულ კომპანიასთან თანამშრომლობით, კონიაკის წარმოება. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის თანამშრომლობა ქართულ და ევროპულ კომპანიებს შორის, ახალი ტექნოლოგიების შემოტანა კონიაკის წარმოებაში საქართველოში“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა რთველის მიმდინარეობის პროცესზე.
„გურჯაანში გავეცანით რთველის მიმდინარეობას. შტაბი არის სრულად მობილიზებული და სათანადო ვადებში ხდება ღვინის ჩაბარება, გადამუშავება. ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მევენახეებმა, მეღვინეებმა მიიღონ სათანადო სარგებელი საკუთარი მოსავლიდან. რა თქმა უნდა, გაგრძელდება შტაბის აქტიური მუშაობა.
ასევე, ჩვენ დავათვალიერეთ გურჯაანში კულინარიული სკოლის მშენებლობის სამუშაოები. ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია, სადაც რამდენიმე ასეულ მსმენელს ექნება კულინარიული კურსების გავლის საშუალება. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ამ პროექტის განხორციელება.
ვესტუმრეთ თელავში ისტორიულ სკოლას, რომლის რეაბილიტაცია იგეგმება. პროცესები დაიწყება ძალიან მალე. თავისი ისტორიული, განახლებული სახით უნდა დაუბრუნდეს ეს სკოლა თელაველებს.
ვიყავით ალავერდში, სადაც გავეცანით მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ყველაფერი გაკეთდება საქართველოს მთავრობის მხრიდან იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ მხარის განვითარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Next: ჩვენთვის მეღვინეობა არ არის მხოლოდ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი დარგი – მეღვინეობა არის კულტურის და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი, შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენთვის ახალი ინიციატივები განსაკუთრებით სასიხარულოა – ეს არის ჩვენი წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში და ამას განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტის გადაწყვეტილება დემოკრატიის შეზღუდვა კი არა, მისი დაცვის ნაბიჯია. ეს კანონი გარანტიაა, რომ პოლიტიკაში დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც სახელმწიფოს ემსახურება და არა უცხო ინტერესებს

ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ

როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე” – რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე