ყველანი მატყუარები, ყველანი ცრუები ხართ, ვინც ახლა “იიი რუშული კანონი”-ს გაჰყვირით! – სვიმონ ჯანგულაშვილი

ყველანი მატყუარები, ყველანი ცრუები ხართ, ვინც ახლა “იიი რუშული კანონი”-ს გაჰყვირით!”- წერს სოციალურ ქსელში ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი, რომელიც ეხმიანება მმართველი პარტიის მიერ ხელახლა ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.
“როცა ცრუობ და აკრძალულ ხერხებს მიმართავ, უნდა ელოდო, რომ ამ აკრძალული, ბოროტი თამაშების შესაძლებლობებს წაგართმევენ ისინი, ვისაც ბოროტი, არა-კეთილსინდისიერი მეთოდებით ებრძვი.
ნაცები და მათი NGO-ები, წლებია, აზარალებენ საქართველოს. ისინი ებრძვიან ვითომდა “პრო-რუსულ” მთავრობას, სინამდვილეში კი (მაინც მჯერა, რომ თავისდაუნებურად) ებრძვიან საქართველოს. ისინი ცდილობენ, დაანგრიონ, მოშალონ ის, რაც ძვირფასია ქართველთა უმრავლესობისათვის. თავიანთი პროპაგანდითა და ქრთამებით კი, მათი ჭკუით, ხელისუფლებასთან, სინამდვილეში კი, საქართველოსთან აპირისპირებენ დასავლელ პოლიტიკოსებს, რომლებიც, სინამდვილეში, რუსეთს უფრო უწევენ ანგარიშს და ძალიან უხარიათ, როდესაც აქ ხედავენ ნამდვილ თუ გამოგონილ საბაბებს, რომ არ მიგვიღონ თავიანთ სტრუქტურებში და არ გადაიმტერონ პუტინი.
ანუ, რასაც ჩვენი NGO-ები და ნაც-ოპოზიცია აკეთებს, ხელსაყრელია ყველასთვის, გარდა ჩვენი სამშობლოსი. და ამასთან ერთად, ცხადია, დიდი რაოდენობით შავ ფულს ატრიალებენ.
NGO-ებს შეუძლიათ, იყონ პოლიტიკური პარტიების, კერძოდ, ნაცების და მათი განაყოფების (ტყაჭა ხოშტარია, ისტერიჩკა ვაშაძე, ხაბე ტეტია, პედოფილიური პორნოს გამპრავებელი გირჩები…) პოლიტიკური ინსტრუმენტები, იყვნენ რევოლუციის მომწყობები და კატალიზატორები (მაგ. არჩევნების წინასწარი შედეგების მიზანმიმართული გაყალბება), აყალიბებდნენ რევოლუციურ “ტექნიკურ მთავრობას”, სიყალბისა და სიცრუის პროპაგანდა-ტირაჟირებას ეწეოდნენ, და ამისთვის იყენებდნენ შავ ფულს…
და თუკი მათ ამ სიყალბის საკეთებელი რესურსის გამომზეურებას მოსთხოვს ხელისუფლება, ეს “რუსული კანონია”?
ყველანი მატყუარები ხართ, ვინც ეხლა გაჰყვირით “რუსულ კანონს”… შარშანდელი კანონპროექტი ცუდი და დაუხვეწავი იყო – სიტყვა “აგენტის” გამო. წლევანდელს კი არც რუსული და არც დასაწუნი არაფერი აქვს. და ხელისუფლება ნამდვილად ვალდებულია, მიიღოს ის, მიუხედავად შავი ფულის ტრიალით დაინტერესებული ლობისტების ზეწოლისა.
პროპაგანდით თბილისელი ახალგაზრდების ერთი ნაწილის მოტყუება ძალიან ადვილი აღმოჩნდა. ამაში გრანტებზე შემჯდარი NGO-ებისა და ნაცური, რურუას მეგობარი, კეზერაშვილისა და ნაყოფიას, ნაცების მეგობარი ფონდებით და საკუთარი იდეოლოგიის გავრცელებით დაინტერესებული გლობალისტური ძალების მოსყიდული “ინტელიგენციის” როლი ძალიან დიდია.
სინამდვილეში, ხომ ყველამ ვიცით – ვინ ზის კეზერაშვილის დაფინანსებაზე (ზოგი ამაყობს კიდეც ამით), რომელი თეატრი იღებს საელჩოებისაგან გრანტებს, რომ იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული ხალტურა შემოგვასაღონ ნოვატორობად, რომელი “არტისტი” ატარებს ანტი-ქართულ პროპაგანდას…
კი, ჩვენი მტერია! მაგრამ ის, ვინც დღეს ხელს უშლის საქართველოს წინსვლას, თუნდაც იმავე ევრო-ინტეგრაციის კუთხით, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი იდეოლოგია მოგვახვიოს თავს და თუ ეს იდეოლოგია არ გაიმარჯვებს აქ, ასეთი საქართველო არ უნდათ, ისიც საქართველოს მტერია!
რამდენი რამეა საპროტესტებელი ჩვენს ქვეყანაში, რამდენი რამეა გამოსასწორებელი, გასაკეთებელი. და ესენი 12 წელია არ დაიღალნენ ამ ურა-პატრიოტული მდარე ფაშიზმის კულტივირებით. “რუსული” იტყვი და პატრიოტი ხარ. მდარე, მდაბიო, ზედაპირული, ისტერიული ტყაჭებისაა დღეს მეინსტრიმი – მიტინგებზეც, მედიაშიც, ხელოვნებაშიც. თუკი 90-იანებში მამარდაშვილი მოკლა მასობრივმა ურა-პატრიოტულმა ისტერიამ, დღეს, გრანტებზე და კეზერაშვილის ფულზე მომჯდარი მასობრივი ურა-პატრიოტული ისტერია კლავს რაციონალური და სიკეთის მხარეს მყოფი მოსაზრებების მქონე ადამიანებს, სხვათა შორის, საკუთარ საქმეებში მამარდაშვილზე მნიშვნელოვან პირებსაც – მაგ. რობერტ სტურუას თუ თემურ ჩხეიძის ლანძღვა გავიხსენოთ კოლექტიური ბუღაძე-ლადარია-ნაც-ტყაჭების მხრიდან.
მთელ ამ პროცესს დირიჟორობენ და ხელს ითბობენ სწორედ კოლექტიური ები – ყველა სფეროში, ყველა დარგში. ისინი აწარმოებენ მდარე ურა-პატრიოტულ ნაცისტურ პროპაგანდას, ისინი აწყობენ მიტინგებს, ისინი არიან მედიაში, აპიარებენ ერთმანეთს, დემონიზებენ და ქოლავენ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებს.
სწორედ ისინი ყვირიან ეხლაც ყველაზე მეტად.
ხელისუფლება ვალდებულია, მიიღოს ეს კანონი. რა თქმა უნდა, არა ყველაფრის ფასად, რადგანაც, ის, ამასთან, ვალდებულია თავიდან აიცილოს სისხლისღვრა და არეულობა!
რაც შეეხება ევრო-ინტეგრაციას, რომელიც, ძალიან გვჭირდება, ძალიან გვინდა და მართლა შვება იქნება ჩვენი საქართველოსთვის – სადაც ესენგეს წევრ მოლდოვას იღებენ, თუ ჩვენი მიღება უნდათ, მაინც მიგვიღებენ ევროკავშირში. და თუკი ევროკავშირში ქართველებს კი არა, ლომჯარია-გიგაურ-ხოშტარია-ნაცებს იღებენ და მათთვის სარჩოს გადაკეტვის გამო ქართველთა უმრავლესობას გვსჯიან, იქამც ყოფილან!
კარგად ვხედავთ, როგორც “ეხმარებიან” ს. როგორ ვაჭრობენ მაინც რუსეთთან. და ყველანი ერთად – ზელენსკის ჩათვლით, როგორ არ ეხებიან იმას, რაც მათ ეკონომიკურ ინტერესებშია და თან რუსეთს ამდიდრებს მილიარდებით – მაგ. გაზსადენს…
საქართველო მუდამ ამ დღეში იყო – ყველა მას ჯიჯგნიდა. რუსეთი მტერია ნამდვილად. მაგრამ, დასავლეთს მოუწევს ჩამოყალიბდეს – ქართველი ერის მეგობარია თუ ერთი მუჭა ისტერიული NGO-უმცირესობის. ქართველი ერის მეგობრები არიან თუ ლაშა ბუღაძის, ნოდარ ლადარიას და ელენე ხოშტარიასი.
ვიმეორებ – ყველანი მატყუარები, ყველანი ცრუები ხართ, ვინც ეხლა “იიი რუშული კანონი”-ს გაჰყვირიხართ!”- წერს სვიმონ ჯანგულაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ორი დღეა, ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ხარჯთაღრიცხვას, რომ კოლოსალური თანხები შეაგროვა ხალხმა, პროტესტის დასაფინანსებლად. სინამდვილეში კი კეზერაშვილმა მოხსნა გუდას თავი და აგზავნის “მაყუთს”!

სანქციები იქნება, რა მერე? ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია სანქცირებულია, მიუხედავად ამისა, „აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს„ და ეს 200 000-კაციან მიტინგზეც დაადასტურა, რამე ეტყობოდა რომ სანქციები აშინებს?!