ყველანი [, ევროპა, ] ერთ აზრზე ვართ: სრული ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, წერს, რომ მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ონლაინ მიმართა და მათთან ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე ისაუბრა.
ყველანი [, ევროპა, ] ერთ აზრზე ვართ: სრული ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს – წერს ზელენსკი.
დღეს მე მონაწილეობა მივიღე ჩვენს მეგობრებთან – დიდ ბრიტანეთთან, სთან, ესტონეთთან, ფინეთთან, ისლანდიასთან, ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ნიდერლანდებთან, ნორვეგიასთან და შვედეთთან – გაერთიანებულ სამუშაოებში. ჩვენ ერთად ვმუშაობთ ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად – ისეთის, რომელიც იქნება მყარი და ხანგრძლივი, მინიმუმ 30 დღის განმავლობაში. უკრაინა მზად არის. გუშინ ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს. ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმაც ისაუბრეს მასთან. ყველანი [აშშ, ევროპა, უკრაინა] ერთ აზრზე ვართ: სრული ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს. და თუ გააგრძელებს ომის გაჭიანურებას, ჩვენ დაგვჭირდება უფრო მკაცრი სანქციები – განსაკუთრებით თუ ისინი დაარღვევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მისი ძალაში შესვლის შემდეგ. აშშ-მ და ევროპამ იციან, რა აზიანებს რუსეთს ყველაზე მეტად – რა აიძულებს მოსკოვს, განიხილოს მშვიდობა და შეაჩეროს ეს ომი. მოსკოვმა უნდა მიიღოს ცეცხლის შეწყვეტა, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება დაიწყოს ნამდვილი მშვიდობა. ჩვენ ვაერთიანებთ რაც შეიძლება მეტ ქვეყანას, რათა უზრუნველვყოთ, რომ ეს ზეწოლა – ზეწოლა მშვიდობის გულისთვის – იყოს ეფექტური,”- წერს უკრაინის პრეზიდენტი, X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ვატო სურგულაძეს – ვერაფრით დაგეთანხმები, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, აბსურდია! – ის კი ფაქტია, რომ ბავშვები საახალწლოდ საზეიმოდ ნაძვის ხესთან არ მიუშვით

ვატო სურგულაძე – იქნებ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ?! – მახსოვს „ნაცებზეც“ იძახდით და მეც იმავეს ვამბობდი, ასფალტი ვჭამოთ?! – ყველა თქვენი პრემიერი კორუმპირებული ან სამშობლოს გამყიდველია, მოდი, ვისაუბროთ, ქალაქს და ქვეყანას რა უჭირს