“ყველანაირი სტანდარტი იყო დარღვეული” – ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს არჩევნებზე

ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე ჩანიშნული დებატებისას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის სხინასიმ ტრიბუნიდან თქვა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული ძალადობით და სერიოზული დარღვევებით იყო გამორჩეული.
“2 მილიონზე მეტმა ქართველმა აირჩია ახალი პარლამენტი, თუმცა ძალიან სერიოზული დარღვევებით და ძალადობით იყო გამორჩეული ეს არჩევნები, როგორც საარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს. მადლობას ვუხდი სადამკვირვებლო მისიებს, რომელიც წარმოდგენილი იყო საქართველოში. მათ მოუწიათ ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ მუშაობა. ყველანაირი სტანდარტი იყო დარღვეული იმ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი და შემდგომ ეტაპზე გადასვლა უნდოდა მოლაპარაკებებზე. რეჟიმი ასევე ავრცელებდა სხვადასხვა პროპაგანდას ომთან და მშვიდობასთან დაკავშირებით. არჩევნების შემდეგ ასი ათასობით ადამიანი გამოდის და აპროტესტებს ამ არჩევნების შედეგებს, საქართველოსა და ევროკავშირს დროშებით, შესაბამისად ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საკითხი ეს ყველაფერი გვეხება ჩვენც”, – განაცხადა მარგარიტის სხინასიმ.