ცნობილი უკრაინელი დამრიგებელი იური ვერნიდუბი გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანული “ნეფთჩის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბაქოურ კლუბთან მის კონტრაქტში სპეციალური პირობებია შესული.
“ნეფთჩი” არცერთ შემთხვევაში არ უნდა შეხვდეს რუსულ გუნდს, ასევე არ უნდა გაყიდოს და იყიდოს ფეხბურთელები ამ ჩემპიონატიდან.
ინფორმაციისთვის, ვერნიდუბი ის ადამიანი გახლავთ, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თავისი ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაეწერა და სამშობლოს იცავდა. მან ადრე ასევე თქვა, რომ რუსეთში არასდროს იმუშავებს.
“ნეფთჩიმდე” ის არაერთ უკრაინულ გუნდს ხელმძღვანელობდა. მისი ყველზე ხმაურიანი გამარჯვება მოლდოვურ “შერიფს” უკავშირდება. ვერნიდუბის გაწვრთნილმა ტირასპოლელებმა 2021 წელს გასვლაზე ჩემპიონთა ლიგაზე “რეალს” 2:1 სძლიეს.
რაც შეეხება “ნეფთჩის”, აზერბაიჯანის ჩემპიონატის 16 ტურის შემდეგ კლუბი 20 ქულით მე-7 ადგილზეა.
“მოგებას არ ვიმსახურებდით. ბედნიერი ვარ, რომ გარსია გვყავს” – ჰანსი ფლიკი
“გონჯო პუტინ, წადი შენი…” – “რეალის” მძლეველი “შერიფის” მწვრთნელი რუსეთთან საომრად წავიდა
რუსეთი ჩლუნგთა ბრბოა, მათი პრეზიდენტი კი დამნაშავე – უკრაინელი მწვრთნელები ბიომასაზე
“შერიფის” მწვრთნელი: უკრაინელი ვარ და რუსეთში არასოდეს ვიმუშავებ
“შერიფს” “რეალის” შიში და რიდი არ აქვს
Geo Team: საბა კვირკველია კარიერას აზერბაიჯანში განაგრძობს
კვირკველია: მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა – იმაზე არ ვიფიქრებ, როგორ გავხდე “ნეფთჩის” ლეგენდა
ვერნიდუბი: “რეალის” დამარცხებით არაფერი ზებუნებრივი არ გაგვიკეთებია
“კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს და არა ჯამაგირი კაცს” – “რეალის” მძლეველ “შერიფის” მწვრთნელს სხვებთან შედარებით “სასაცილო” ხელფასი აქვს
azerisport: “ნეფთჩიმ” კვირკველიას კონტრაქტი გაუწყვიტა
ვატო არველაძე საბა კვირკველიას თანაგუნდელი გახდა
ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს
საბა კვირკველია: ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად უფრო იმედებს ერთა ლიგაზე ვამყარებთ



