ყველანაირად წელში გამართულ პარტიას პოლიტიკურად დამატებითი ზურგის ქარი მისცა მეცენატმა ივანიშვილმა და ჩაახშო ბოღმიან რევანშისტთა ნარატივი ე.წ. ჩრდილოვან მმართველობაზე

ყველანაირად წელში გამართულ პარტიას პოლიტიკურად დამატებითი ზურგის ქარი მისცა მეცენატმა ივანიშვილმა და ჩაახშო ბოღმიან რევანშისტთა ნარატივი ე.წ. ჩრდილოვან მმართველობაზე
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას აფასებს, სადაც ნათქვამია, რომ “ს ფაქტორი არის უდიდესი დამატებითი სტიმული „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ კიდევ უფრო თამამად ვლაპარაკობთ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე.”
როგორც აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებით ჩაახშო რევანშისტების ნარატივი “ჩრდილოვან მმართველობაზე” და “ქართულ ოცნებას” დამატებითი ზურგის ქარი მისცა. “მართებულად აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორზე.
საზოგადოებასთან ყველანაირად წელში გამართულ პარტიას პოლიტიკურად დამატებითი ზურგის ქარი მისცა შეუფასებელმა მეცენატმა ივანიშვილმა და ჩაახშო ბოღმიან რევანშისტთა ნარატივი ე.წ. ჩრდილოვან მმართველობაზე. კულუარული მმართველობა კოგნიტურად დაქვეითებული ს ამერიკაშია მოსაკითხი, რაზეც არაერთი დასავლელი აქტორი ამბობს, რომ ობამას მესამე ვადის ხელისუფლებაა. ჩვენს საზოგადოებას სიბეცე და ჩამორჩენილობა არასოდეს ახასიათებდა.” – წერს აბაშიძე.
Previous: არის რაღაცები, რასაც არ უნდა შეეხო – ნინო ფოჩხუა

ასევე დაგაინტერესებთ

ორი დღეა, ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ხარჯთაღრიცხვას, რომ კოლოსალური თანხები შეაგროვა ხალხმა, პროტესტის დასაფინანსებლად. სინამდვილეში კი კეზერაშვილმა მოხსნა გუდას თავი და აგზავნის “მაყუთს”!

სანქციები იქნება, რა მერე? ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია სანქცირებულია, მიუხედავად ამისა, „აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს„ და ეს 200 000-კაციან მიტინგზეც დაადასტურა, რამე ეტყობოდა რომ სანქციები აშინებს?!