ყველამ კარგად იცის, რომ ამ პოლიტიკური პარტიის დაშლა გადაწყვეტილია – მიხეილ სარჯველაძე “ნაციონალური მოძრაობის” შესახებ

რეპუტაციის შენარჩუნების უშედეგო მცდელობად ხედავს “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს მმართველი გუნდი. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უკვე დიდი ხანია ერთიანი არ არის და პერსპექტივა არც სააკაშვილის სახელით გავრცელებულ ინიციატივას აქვს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ მანიფესტს არ შეუძლია გადაარჩინოს “ნაციონალური მოძრაობა” დაშლისგან.
“ყველამ კარგად იცის, რომ ამ პოლიტიკური პარტიის დაშლა გადაწყვეტილია. არა მგონია ამ მანიფესტს ჰქონდეს რესურსი, რომ გადაარჩინოს ეს პოლიტიკური პარტია”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, გუშინ ნაციონალურმა მოძრაობამ “ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე საზოგადოებას ერთობის მანიფესტი გააცნეს, რომელსაც ნიკა მელია და მისი თანამოაზრეები არ ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა