„ყველამ ვიცით რაც მოჰყვება ამ მეორედ ჩადენილ “გმირობას”, ხო? რა სარგებელი მოაქვს ამას?!“ – მაია ნადირაძე ელენე ხოშტარიაზე

ყოფილი პარლამენტარი, მაია ნადირაძე:
„მე ძალიან კარგად მესმის ეპატაჟური (არაორდინალური, გამომწვევი) საქციელის მიზანი, როცა ეს აპათიურ ვითარებაში კეთდება.
ასეთი ეპატაჟი არდანებების გამოხატვაა.
მაგრამ არ მესმის, უკვე აზვირთებული პროცესის დროს ისეთი უშედეგო ეპატაჟის, რომელიც მხოლოდ მოძალადეს აწყობს, თავისი ძალის კიდევ ერთხელ დემონსტრირებისთვის.
ვვარაუდობ, რომ ასეთი ეპატაჟი პირადი რენომეს და რეიტინგს ემსახურება.
მომიტევეთ არაგულჩვილობა, მაგრამ უკიდეგანო მოთქმების მოსმენაც მომბეზრდა.
ადამიანმა ( ელენე ხოშტარიამ) ნაზად და აუღელვებლად გააკეთა ის, რაც იქამდე სხვა ახალგაზრდა გოგომ უკვე გაბედა, მიუხედავად იმისა, რომ მან არ იცოდა როგორი იქნებოდა ნაძირლების პასუხი. და პასუხიც გასცა მოძალადემ.
ანუ, ყველამ ვიცით რაც მოჰყვება ამ მეორედ ჩადენილ “გმირობას”, ხო?
რა სარგებელი მოაქვს ამას?!
არაფერი გარდა ემოციური მდგომარეობის გადამისამართებისა, რომ აქეთ მსხვერპლია და იქით მოძალადე.
არაა ახლა ამის დრო!
საქმეს მივხედოთ!
ემოციები 4 ოქტომბრის გამარჯვებისკენ მივმართოთ!“

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?