“ყველამ გაიგო, რომ ეს კაცი ჯანმრთელია და EPP-მ ახლაც კი ვერ გაიგო” – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი მ ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაზე საუბრისას, ამბობს:
“ნუ ჩვენთვის EPP-ის ასეთ რეზოლუციებს, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არ აქვს. მე მგონი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც არ მიუღიათ განახლებული ინფორმაცია. არ ვიცი, სერიოზული კომენტარი არ შემიძლია ამასთან დაკავშირებით გავაკეთო, როცა კიდევ ერთხელ, ყველამ გაიგო, რომ ეს კაცი ჯანმრთელია და EPP-მ ახლაც კი ვერ გაიგო, რომ კაცი არის ჯანმრთელი. რაც შეეხება პოლიტპატიმარს? – მითუმეტეს, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული ჩანაწერი”.
ცნობისთვის, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურმა ასამბლეამ, საქართველოზე ორი რეზოლუცია მიიღო, რომლებიც ეხება ევროპაში პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას, რეზოლუციაში ნახსენებია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეც.
ენმ-ის ინფორმაციით, რეზოლუციაში ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადაიდგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული და რომ ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.
მეორე რეზოლუცია ეხება ს ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას.

ასევე დაგაინტერესებთ