“ყველაზე ძლიერ ქვეყნებსაც კი, მათ შორის აშშ–ს, სჭირდებათ ალიანსში ყოფნა ოცდამეერთე საუკუნეში”– გერმანიის პრეზიდენტი

“2022 წლის 24 თებერვალი არის დღე, როდესაც პუტინი ში შეიჭრა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა დაანგრია. უკვე სამი წელია, რაც უკრაინელები იბრძვიან საკუთარი ქვეყნისთვის და საკუთარი თავისუფლებისთვის. გერმანია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უკრაინის გვერდით დგას და მისი მეორე უმსხვილესი დონორია შეერთებული შტატების შემდეგ. არც ერთ ჩვენგანს არ აქვს ინტერესი, რომ შეასუსტოს ნატოს შესაძლებლობები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე ძლიერ ქვეყნებსაც კი, მათ შორის შეერთებულ შტატებს, სჭირდებათ ალიანსში ყოფნა ოცდამეერთე საუკუნეში. პრეზიდენტი ტრამპი ესაუბრა პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის და მე იმედი მაქვს, რომ ომის დასრულების შესაძლო გზები მიუნხენის კონფერენციის კორიდორებში მიმდინარე დისკუსიების დროსაც იქნება განხილული. ამ ომის დასრულება ყველა ჩვენგანის სურვილია და, თუ როგორ დასრულდება ის, დიდ გავლენას მოახდენს ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურაზე. ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურა არ უნდა იყოს დაფუძნებული წესების არარსებობაზე, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ სხვა ძალებს გავუხსნით გზას, როგორებიცაა და ჩინეთი, ასევე ყველა ქვეყანას, ვინც წლების განმავლობაში აყენებდა ზიანს დადგენილ წესებს.”