ყველაზე ძლიერი შტორმი ბოლო 100 წლის განმავლობაში – შავი ზღვის რეგიონი სტიქიის შედეგებს ებრძვის

შავი ზღვის რეგიონი სტიქიის შედეგებს ებრძვის. ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერმა შტორმა სხვადასხვა ქვეყანაში 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
დატბორილია რეგიონის თითქმის ყველა სანაპირო. ამ დრომდე უმძიმესი მდგომარეობაა ოკუპირებულ აფხაზეთშიც.
8 ბალიანმა შტორმმა გაგრის სანაპირო ზოლი მთლიანად გაანადგურა, უმძიმესი ვითარებაა ქალაქშიც. იგივე ხდება ოკუპირებულ ყირიმშიც, სადაც ქარიშხლის გამო სამი გემი ერთმანეთს შეეჯახა.
ადრიატიკის ზღვაში წარმოქმნილმა ქარიშხალმა, რომელიც ცუნამად შავ ზღვაში იქცა, აღმოსავლეთ ევროპის არაერთი ქვეყანა დააზარალა.
ერთ ნაწილში შტორმია, სხვაგან ძლიერი ქარი, ნაწილში წყალდიდობა, ზოგან კი ქარბუქი. ქარიშხალი “ბეტინა”უკვე შეიყვანეს ბომბი ციკლონების კატეგორიაში.
საუკუნის შტორმი შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანას შეეხო, ყველგან მსხვერპლია საქართველოს გარდა. თუმცა ახლა სტიქია უკვე სხვა მიმართულებით მიდის.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოსთვის არ არსებობს ომში მხარე, ტენდენცია, მიკერძოება. მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესი – მშვიდობით გავიაროთ ეს რთული და გარდამავალი პროცესი. არანაირი ვიზა, გრანტი და ბედნიერი მომავლის ილუზია გახდება მშვიდობის ალტერნატივა

პრემიერის ბრიფინგმა და ევრობიუროკრატების მიერ წამოყენებულმა პირობებმა დაგვანახა, რომ ომის საფრთხე კვლავ რეალურია, ევროპა საკუთარი რიტორიკით და პოზიციით, საქართველოს, საქართველოს მოსახლეობას მშვიდობისთვის სჯის და მშვიდობის საფასურს ახდევინებს