“ყველაზე ცუდი ისაა, რომ საკუთარ სახელმწიფოს ტაივანური დაფინანსების გამო უპირისპირდება” – გია ვოლსკი თინა ხიდაშელზე

“ქართული ოცნების” წევრებს არ სჯერათ, რომ ს ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა” ტაივანიდან დაფინანსებას საექსპერტო მომსახურებისთვის იღებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მ ფაქტს “პოლიტიკური კორუფცია” უწოდა და აღნიშნა, რომ თინა ხიდაშელი დაფინანსების გამო საკუთარი ქვეყნის ინტერესებს უპირისპირდება.
“დეზინფორმაცია არის თავად ის, რასაც თინა ხიდაშელი ავრცელებს. მითუმეტეს, თუკი ტაივანიდან არის დაფინანსებული. მე არ გამიგია არასდროს, რომ ჩინეთის ექსპერტი ყოფილიყოს თინა ხიდაშელი. ზოგადად, განათლებული ქალია და საიდანაც დაფინანსება აქვს, იმ ინტერესებს ემსახურება – ეს ფაქტია. რაც შეეხება ტაივანს – იგი არ არის ცნობილი არც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, არც ევროკავშირის მიერ.
ყველაზე ცუდი ამ ვითარებაში არის ის, რომ ის თავის საკუთარ სახელმწიფოს უპირისპირდება ტაივანური დაფინანსების გამო. ტაივანიდან მიიღებს დაფინანსებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ამის წინაპირობა იყო, ვთქვათ, ტაივანის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა, პოლიტიკური ასპექტებიც არის შიგ ჩადებული. პოლიტიკური კორუფცია უფრო შეიძლება ეწოდოს ამას, ვიდრე რაღაც საექსპერტო დახმარება ტაივანისთვის. ტაივანის სავაჭრო წარმომადგენლობები ბევრ ქვეყანაშია, ლათინურ ამერიკაში განსაკუთრებით, მაგრამ ტაივანის დამოუკიდებელ ერთეულად ცნობა არსად არ არის, არცერთ ქვეყანას არ აქვს ასეთი გადაწყვეტილება მიღებული, მათ შორის, არც ევროკავშირსა და არც ამერიკის შეერთებულ შტატებს,”- აცხადებს გია ვოლსკი.
თბილისის მერმა, მ კი აღნიშნა, რომ “ყველა ეს ადამიანი ერთი ხელით იმართება” და რომ მათ მიზნად ქვეყნის ინტერესების დაზიანება აქვთ.
“ყველა ეს ადამიანი იმართება ერთი ხელით. ამ ადამიანებს არც სამშობლო გააჩნიათ, არც სამშობლოს სიყვარული, მათ აქვთ თავიანთი ინტერესები – როგორმე დააზიანონ ქვეყანა, ქვეყნის მომავალი, ქვეყნის ინტერესები, დააზიანონ და ხელი შეუშალონ მშვიდობას, ქვეყნის განვითარებას.
რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობას – კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩინეთთან არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ და მეტად მნიშვნელოვანი გავხადოთ და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გატარდეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები,”- აცხადებს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ თინა ხიდაშელის ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა” ტაივანიდან ფინანსდება. ამას ადასტურებს ის დოკუმენტაცია, რომელიც თავად ხიდაშელის ორგანიზაციას, საკუთარ ვებ-გვერდზე აქვს გამოქვეყნებული.