ყველაზე შეურაცხადი პოზიცია, რომელიც ჩვენმა დაუძინებელმა ხუთმა “მეგობარმა” გააჟღერა, ბრიუსელში უმრავლესობამ არ მოიწონა – ევროკავშირისთვის საქართველოს დაკარგვის პერსპექტივამ გადაწონა “დიფ სთეითის” აგენტურის ავანტიურული სცენარი

ყველაზე შეურაცხადი პოზიცია, რომელიც ჩვენმა დაუძინებელმა ხუთმა “მეგობარმა” გააჟღერა, ბრიუსელში უმრავლესობამ არ მოიწონა – ევროკავშირისთვის საქართველოს დაკარგვის პერსპექტივამ გადაწონა “დიფ სთეითის” აგენტურის ავანტიურული სცენარი
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ვერ შეთანხმებას, რომელიც “ქართული ოცნების” პოლიტიკის წინააღმდეგ საპასუხო ზომად, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასაც მოიცავდა.
დავით ქართველიშვილის თქმით, ყველაზე შეურაცხადი პოზიცია, რომელიც ჩვენმა დაუძინებელმა ხუთმა “მეგობარმა” გააჟღერა, ბრიუსელში უმრავლესობამ არ მოიწონა, რითაც ჩანს, რომ ევროკავშირისთვის საქართველოს დაკარგვის პერსპექტივამ გადაწონა “დიფ სთეითის” აგენტურის ავანტიურული სცენარი.
„დასრულდა ანტიქართული ევრომინისტერიალი, უფრო სწორად – “ევრო-ისტერიალი”. ევროკომისარი კაია კალასი დღეს თბილისს წერილს გაუგზავნის, სადაც ვიზალიბერალიზაციის სრული შეჩერების წინ ხუთპუნქტიან ულტიმატუმს გააჟღერებს: ოპოზიციის რეპრესიების შეჩერება, მედიის რეპრესიების შეჩერება, საზოგადოებრივი აქტივისტების რეპრესიების შეჩერება, “პოლიტპატიმრების” გათავისუფლება და “რეპრესიული” კანონების გაუქმება.
საქართველოს “ცალმხრივი” მეგობრები: , ლიეტუვა, ლატვია, საფრანგეთი და პოლონეთი, გამოვიდნენ ინიციატივით – ვიზალიბერალიზაციის სრული შეჩერება დამოკიდებული იქნება ოქტომბრის ს შედეგებზეო. ანუ, არჩევნებს, ჩვენი ოპო-შერეკილებისაგან განსხვავებით, ლეგიტიმურად ცნობენ, მაგრამ თუ ისევ ხელისუფლებამ გაიმარჯვა – მაშინ მოქალაქეებს ვიზებს დავუწესებთო.
რა თქმა უნდა, მკაფიო პროქართული პოზიცია გამოხატა უნგრეთმა და სლოვაკეთმა. მაგრამ, არა მხოლოდ ამ ორმა. მოქალაქეებზე გავრცელებული სავიზო რეჟიმის წინააღმდეგ გამოვიდნენ: საბერძნეთი, სლოვენია და ავსტრია. ამ უკანასკნელმა პირდაპირ გააფრთხილა ევროკავშირი, რომ ის თვითონ უბიძგებს საქართველოს, იძულებული გახდეს და დაბრუნდეს ს ორბიტაზე.
გარდა ამისა: ბელგიამ, ჩეხეთმა, ნ, ფინეთმა, გერმანიამ, ირლანდიამ, ესპანეთმა, იტალიამ, პორტუგალიამ და ორმა EU-ს არაწევრმა ქვეყანამ (ისლანდია და ნორვეგია), მხარი არ დაუჭირეს მკვეთრი ზომების მიღებას, თუმცა ცალკეული ჩინოვნიკების მიმართ სანქციების გამოცხადების ინიციატივას შეუერთდნენ. ასე რომ, მონაწილეთა უმრავლესობამ დაბალანსებული დამოკიდებულება გამოავლინა, დიალოგსა და ესკალაციის თავიდან აცილებაზე აქცენტირებით, თუმცა ზომიერების ფარგლებში – საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის გაგრძელების მხარდაჭერით.
საბოლოო ჯამში, ყველაზე ანტიქართული და შეურაცხადი პოზიცია, რომელიც ჩვენმა “ცალმხრივმა” და დაუძინებელმა ხუთმა “მეგობარმა” გააჟღერა, უმრავლესობამ არ მოიწონა. ევროკავშირისთვის საქართველოს დაკარგვის პერსპექტივამ გადაწონა “დიფ სთეითის” აგენტურის ავანტიურული სცენარი, რაც ღრმად დასნეულებული ევრობიუროკრატიის პირობებშიც კი, ანტიქართულ ფრონტზე მარცხად შეიძლება შევაფასოთ“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები საიმედო და ეფექტიან წვდომას იღებენ გლობალურ ბაზრებზე საქართველოს სატრანზიტო დერეფნების საშუალებით, ეს ამაღლებს რეგიონულ სტაბილურობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას

სტრასბურგის სასამართლომ დაგვავალა გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმეზე, მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი – თუ რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, პოლიტიკური შეფასებები გაკეთებული გვაქვს და ყველაფერი დღესავით ნათელია, ახლა უნდა გაკეთდეს სამართლებრივი შეფასება და ამას დაადგენს გამოძიება

საქართველოს ხედვა ნათელია, არ ვცდილობთ მხოლოდ ჰაბი გავხდეთ, ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი