“ყველაზე სრულყოფილი და მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ვარ” – კრიშტიანო რონალდო

“ალ ნასრის” ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ესპანელ ჟურნალისტ ედუ აგირესთან ინტერვიუში სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა.
40 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის თქმით, იგი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.
“როცა სათამაშოდ საუდის არაბეთში გადმოვედი, ვერ ვიფიქრებდი, რომ ლიგა ასე სწრაფად გაიზრდებოდა, თუმცა ვიცოდი, რომ ერთ ან ორ წელში კონკურენტუნარიანი ჩემპიონატი იქნებოდა.
არის თუ არა MLS-ი უფრო სუსტი ჩემპიონატი, ვიდრე ს პროლიგა? – რა თქმა უნდა.
ვფიქრობ, რომ ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელი ვარ, ვისაც კი უარსებია. ეს პირადად ჩემი აზრია. ფეხბურთში ყველაფრის გაკეთება
შემიძლია. თავით კარგად ვთამაშობ, ჯარიმებს შესანიშნავად ვასრულებ, სწრაფი და ძლიერი ვარ, ასევე მაღლა ვხტები.
ვარ თუ არა ისტორიაში საუკეთესო? ვფიქრობ, რომ ნამდვილად ასეა. ჩემზე უკეთესი არავინ მინახავს. ამას მთელი გულით ვამბობ. მესისთან ცუდი ურთიერთობა არასდროს მქონია. 15 წლის განმავლობაში ერთმანეთის მთავარი კონკურენტები ვიყავით. ჯანსაღი მეტოქეობა გვქონდა, ისე როგორც სენასა და პროსტს”, – განაცხადა რონალდომ.
შეგახსენებთ, რონალდომ კარიერის განმავლობაში 5 “ოქროს ბურთი” მოიგო.