ყველაზე მოგებიანი სუპერმარკეტები საქართველოში – FORBES-ის რეიტინგი

forbes.ge-მ წარმოადგინა ყველაზე მოგებიანი სუპერმარკეტები მოგების მარჟის (დაბეგვრამდე მოგების ფარდობა შემოსავლებთან) მიხედვით:
კომპანია ბაზარზე ოპერირებს 2016 წლიდან, რომელსაც ამჟამად გახსნილი აქვს შვიდი ფილიალი თბილისის მასშტაბით, ერთი კი – ბათუმში, სადაც ორი ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. შპს „აგროჰაბის“ 100%-იან წილს აკაკი ახვლედიანი ფლობს, ხოლო კომპანიის დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილია.
„ფრესკო“ ათ სუპერმარკეტს აერთიანებს, რომელთაც ოფშორულ იურისდიქციებში რეგისტირებული იურიდიული პირი ფლობს. საქართველოში რეგისტირებულ კომპანიებს დირექტორთა საბჭოს ვასილ სოფრომაძე თავმჯდომარეობს, ხოლო გენერალური დირექტორის პოსტს სოფიო კორძახია იკავებს.
„სან სთორზი“ „გალფის“ საწვავის სადგურებზე არსებულ მაღაზიებს აერთიანებს, რომლებიც 800-მდე ადამიანს ასაქმებს. კომპანია 2011 წელს არის დაფუძნებული, მას „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ საშუალებით, -ში რეგსიტირებული Energy Investment Venture Holdings-ი ფლობს.
„მემო“ 2010 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელსაც, თანაბრად, თამთა დვალიშვილი და იოსებ ღუდუშაური ფლობენ. კომპანია ოპერირებს ორი საწყობისა და სამი მაღაზიის საშუალებით, სადაც 500-მდე ადამიანია დასაქმებული.
„ორი ნაბიჯი“ ფართო ქსელის მქონე კომპანიაა, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 529 საცალო მაღაზიას და ასაქმებს 4.5 ათასამდე ადამიანს. შპს „ორი ნაბიჯი“ 2009 წელს დაარსდა, რომლის 33.34%-ს ფლობს გოჩა ცქიტიშვილი, ხოლო 33.33%-33.33%-ს გიორგი ჩხეიძე და კახა ბექაური.
იხილეთ ასევე: -5 ყველაზე მსხვილი სასურსათო ქსელი
„უნივერსამი“ 2017 წლიდან ოპერირებს. ამ პერიოდს უკავშირდება მეტრო ახმეტელის სავაჭრო ობიექტი, ხოლო 2018 წელს მეტრო ვარკეთილის ობიექტი. „უნივერსამს“ 2021 წლიდან აქვს ერთი მაღაზია რუსთავში. შპს „უნივერსამის“ 75%-ს იოსებ ღუდუშაური ფლობს, ხოლო დანარჩენ 25%-ს – თამთა დვალიშვილი.
„ნიკორა“ ქვეყნის მასშტაბით მაღაზიების ქსელს აერთიანებს, რომლის რაოდენობა 2024 წლის ბოლოს 634 ერთეული იყო, სადაც 8 ათასამდე ადამიანი მუშაობდა. „ნიკორა“ ბაზარზე 2000 წელს გამოჩნდა, რომელმაც მოგვიანებით შეიძინა „სანდეის“, „ველესის“, „ლიბრეს“ და „ნუგეშის“ ქსელები. „ნიკორას“ აღმასრულებელი დირექტორი თემურ ალექსანდრიაა.
შპს „ს მარკეტსი“ „ვეი მარტის“ ბრენდის ქვეშ ოპერირებს „სოკარის“ გასამართ სადგურებზე. კომპანიას სრულად შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ფლობს (საბოლოო მაკონტროლებელ მხარეს წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია), ხოლო ხელმძღვანელობს ნოდარ ყანჩაველი.
შპს „რითეილ ჯგუფი“ სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტს“ აერთიანებს, რომელიც 2024 წლის ბოლოსთვის 498 მაღაზიას მოიცავდა. „რითეილ ჯგუფი“ 2017 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის დირექტორი ზურაბ ზაქარიაძეა და რომელსაც სრულად ფლობს შპს „დეილი“.
„მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“ საქართველოში „კარფურის“ ბრენდის ქვეშ 2012 წლის სექტემბრიდან ოპერირებს. 2024 წლის მდგომარეობით კომპანია 6 ჰიპერმარკეტს, 19 სუპერმარკეტს და 72 მაღაზიას აერთიანებდა, სადაც თითქმის 3 ათასი ადამიანი მუშაობდა. კომპანიას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტირებული „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტსი“ ფლობს.
forbes.ge