“ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იყო” – კვარაცხელიას კომენტარი “ლიონის” დამარცხების შემდეგ

“ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იყო” – კვარაცხელიას კომენტარი “ლიონის” დამარცხების შემდეგ
ლიგა 1-ის ოცდამესამე ტურში პსჟ-მა გასვლაზე “ლიონი” 3:2 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სტუმართა ქართველი შემტევი დაასახელეს, რომელიც შეხვედრის დასრულების შემდეგ თავისი გუნდის ტელევიზიას ესაუბრა.
“რთული შეხვედრა გამოვიდა. განსაკუთრებით მძიმე ბოლო წუთები იყო, რადგან მეტოქე შეტევაზე მთელი ძალით წამოვიდა ჩვენ კი თავს ვიცავდით.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ პსჟ წინსვლას აგრძელებს. ჩვენი გუნდი ახლა ძალიან ძლიერია. ვფიქრობ, ლამაზი თამაში ვაჩვენეთ”, – ციტირებს კვარაცხელიას პარიზელთა პრესსამსახური.